ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი უნგრეთის "ნირედჰაზას" ფეხბურთელი გახდა.

"ნირედჰაზამ" კვეკვესკირს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. ის ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

"ვფიქრობ, გაგვიმრთლა, რომ ასეთი კარიერის მქონე ფეხბურთელი დავიმატეთ. პირველივე მოლაპარაკებისას ვიგრძენი, რომ ძალიან მოტივირებულია. ისეთი ლიგების კლუბები იწვევდნენ, სადაც ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილი იქნებოდა, მაგრამ თავისი კარიერის გამო მეტად პროფესიულ ასპექტებზე ფიქრობდა, მით უმეტეს ნაკრებში თამაშის გაგრძელება სურს.

ის ეფექტურია როგორც დაცვაში, ასევე მოედნის ცენტრში და იმედი მაქვს, მისი გამოცდილება დიდ სამსახურს გაგვიწევს", - განაცხადა "ნირედჰაზას" სპორტულმა
დირექტორმა ტივადარ ფეკეტემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ისეთ გუნდში გადასულა ვსიო ავშენებულვართ და ეგაა ვაი ვაიი ამას საერთოდ არ უვარგა აგენტი აზრზე არაა სადა როგორ არის რანაირად არის მაგრამ კვეკვეც მაგარს ურიკინებს ჩვენში დარჩეს და..
Nikoloz
01:37 07-09-2024
0
არამგონია ეხლა ამ ზიგმუნდმანჰაუზმა დილაზე მეტი შესთავაზა. უბრალოდ არ უნდათ აქ თამაში და ვერც გაამტყუნებ. შორიდან უყვარს ყველას თავის ქვეყანა
ზაზა
23:31 06-09-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული