Corriere dello Sport: Kvarevolutio - კვარაცხელიას რევოლუცია და ევოლუცია მარადონას "კურთხევით"

AutoSharing Option
„კორიერე დელო სპორტმა“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ახალ როლზე წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ პლეიმეიკერის პოზიციაზე გადაყვანა და ტრანსფორმირება მწვრთნელმა ანტონიო კონტემ საქართველოს ნაკრებში მისი თამაშის მიხედვით გააკეთა. გამოცემა წერს, რომ „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე მოწინავე გუნდების დონეზე გავიდნენ, ახლახან ჩეხეთი 4:1 გაანადგურეს, წინ მიიწევენ, ამაში ხვიჩას როლი დიდია, რომელიც ეროვნულ გუნდში 7-ნომრიან მაისურს ატარებს, „ნაპოლიში“ 77 ნომერია, მარადონას „კურთხევით“ კი „ათიანის“ პოზიციაზე ირჯება:

„ანტონიო კონტემ კვარაცხელიას პოზიცია შეუცვალა და ქართველი ძალიან მრისხანე „ათიანად“ გადაიქცევა. Kvarevolution - რევოლუცია და ევოლუცია. მას შემდეგ,
რაც გუნდს სათავეში კონტე ჩაუდგა, ყველაფერი შეიცვალა და „კვარაც“ შეიცვალა. იცვლება, უკეთესი ხდება, პროცესი გრძელდება და პირველ რიგში, საუბარია ერთ ასპექტზე, თუ ვინაა ამ პროგრესის შემოქმედი. „ვერონასთან“ განცდილი საშინელი მარცხის შემდეგ ხვიჩა თბილისში გაემგზავრა და შვილის, დამიანეს დაბადებამ მისი ცხოვრება შეცვალა. ეს ცხადია -  სათამაშო როლიც ყველა ინსტინქტით ხშირ შემთხვევაში ძალიან გარდასახა. შემტევი ნახევარმცველი აღარ არის მიჯაჭვული მარცხენა ფლანგზე და ბურთის დასაბრუნებლად დაცვაშიც ბრუნდება, რაც ჯერ კიდევ კასტელ დი სანგროში ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდა.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა ღიმილით აღნიშნა, რომ კვარაცხელია ეროვნულ გუნდში ასე ორწელიწად-ნახევარია თამაშობს; ის ფეხბურთელია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, თავდამსხმელების უკან უფრო ეფექტურია და ამიტომ გადაიყვანა ცენტრში.

ხვალ ის ერთა ლიგაზე ტირანაში ალბანეთთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, შემდეგ კი იტალიაში „კალიარისთან“ დასაპირისპირებლად მოსამზადებლად დაბრუნდება. იქამდე იყო პსჟ-ის ხვიჩასთვის 11 მილიონი ევროს ხელფასის შეთავაზება, ამავე კლუბის წინადადება ქართველის და ოსიმენის 210 მილიონად შეძენაზე, ფეხბურთელის მამის და აგენტის განცხადებები. ნეაპოლურ კლუბთან შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. საჭიროა კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე გაგრძელებაზე ხელის მოწერა და ყველაფერი წესრიგში იქნება - „ათიანი“ და დიდება“.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩვენი ბრილიანტი რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს ყველგან ბრწყინვალეა
გიო
20:11 09-09-2024
1
კარში დაარტყავ თუ პასს გააკეთებს მთავარია სწრაფად იფიქროს და იმოქმედოს..როგორც წესი ერთი გოლი არაა მოსაგებად საკმარისი მეტის გატანაა საჭირო, ეგ უნდა იცოდეს ჩვენმა ნაკრებმა
გიო
18:38 09-09-2024
38

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული