თემურ ქეცბაია: დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით - თქვენ რას ელოდით?

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში, სახლში კოსოვოსთან 0:4 წაგების შემდეგ, კომენტარი კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ასეთი შეცდომების დაშვების შედეგად წაგება გარდაუვალია. გვაქვს პრობლემა, მეტადრე ჩემპიონატის დასაწყისისას. ბიჭებმა მთელი ენერგია ლიეტუვასთან მატჩს შეალიეს. მხოლოდ 8 ფეხბურთელზე ვართ დამოკიდებული. გამოჩნდა, რომ დროის ასეთ მოკლე პერიოდში ორი მატჩის თამაში არ შეგვიძლია. დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით... განსაკუთრებით, ასეთ კარგ გუნდთან. კოსოვო გაცილებით უკეთ მომზადებული იყო.

როდესაც ვთამაშობთ ჩემპიონატში, სადაც კვიპროსელები არ თამაშობენ, თქვენ რას ელით? ვისაც ცოტა ხნით თამაში უწევს, დღეს
სხვებზე უკეთ გამოიყურებოდა. ფეხბურთელებისგან მეტს მოველოდი. რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ ვინც გვყავდა, მათგან მეტს ველოდი.

ეს ეროვნული გუნდია და ვიდრე ქვეყანა არსებობს, მას მომავალი აქვს. შეიძლება გამოჩნდეს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომლებსაც უკეთ გარჯა შეეძლებათ. როდესაც ნაკრები ჩავიბარე, არაფრისთვის არ ჰქონდა მიღწეული, ბოლო ლიგაში ვიყავით. ახლა ლიეტუვას მოვუგეთ და არ მგონია, ქვედა დივიზიონში დავქვეითდეთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ქეცბა უბრალოდ პატრიოტი კაცი და კარგი ადამიანია,ასევე კარგი ფეხბურთელი იყო. მწვრთნელობაში არ გაუმართლა.,თუმცა როცა ფეხბურთელები არ გყავს ვერც ვერაფერს მიაღწევ
დავით 67
17:04 10-09-2024
2
კვიპროსი არის ანდორის დონის გუნდი კიდე ყოჩახ თემურს
გივი
15:30 10-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული