მინიმალური თანადგომა და მაქსიმალური პრეტენზიები - ქეცბაიამ შეიძლება კვიპროსის ნაკრები დატოვოს

AutoSharing Option
goal.philenews-ის ცნობით, კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გეორგიოს კუმასთან შეხვედრა მოითხოვა და არაა გამორიცხული პოსტი დატოვოს.

ადგილობრივი მედია უკვე ქეცბაიას შესაძლო მემკვიდრეზე, სოფრონის აგვუსტისზე (იხ. სურათი) ლაპარაკობს, მაგრამ ის ამჟამად „კარმიოტისას“ უდგას სათავეში და არავინ იცის, მოისურვებს თუ არა ეროვნული გუნდის თავკაცობას, ან გაუშვებს კი კლუბი?

კვიპროსმა ერთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად ლიეტუვა 1:0 დაამარცხა და ქეცბაიამ კოსოვოსთან საშინაო მატჩში სტადიონზე თუნდაც 5 ათასი გულშემატკივრის მისვლა მოითხოვა, თუმცა 8-ათასიანი არენა თითქმის ცარიელი იყო. თემურის გუნდი 0:4
დამარცხდა, ქართველმა განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ და სამ დღეში ორი მატჩის თამაში უჭირთ. აგრეთვე ეროვნული გუნდისადმი ინტერესი დაბალია და მხარდაჭერით არ სარგებლობს. ერთი სიტყვით, თანადგომა მინიმალურია, ხოლო პრეტენზიები - მაქსიმალური.

მკითხველის კომენტარები / 9 /
5 ათასი თუ სახვეწარია ნაკრების თამაშზე, რაღა მნიშვნელობა აქვს, მოიგებენ თუ წააგებენ და მწვრთნელად ქეცბა ეყოლებათ თუ ერდოღანი?!...
დდდ
21:45 12-09-2024
1
ჩემის აზრით ქეცბაია უნდა წავიდეს ტორპედოში მაგრად ჭირდება ქეცბა ქართულ ფეხბურთს თან მაგარი დაფინქნსება აქვს ტორპედოს როგორც ვიციიი დამიჯერე ქეცბა არც კინი უნდა გავუშვათ პროსტა თანამდებობა შევუცვალოთ კინს...საჭირო კაციაა
Nikoloz
19:11 12-09-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული