"არა კვარაცხელიაზე ნადირობას - დე ლაურენტისმა უნდა იმოქმედოს" - კარლო ალვინო

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მცველების უხეშობაზე ისაუბრა:

"უფრთხილდით ფედერიკო გატის, იტალიის ყველაზე უხეშ და დაუსჯელ მცველს. ასე უკეთესი იქნება. ამას უფრო მას შემდეგ ვწერ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ვჩივით, თუმცა საამისო მიზეზი გვაქვს.

კვარაცხელია "ნაპოლის" და მთელი სერია A-ს ვარსკვლავია. ეს ბიჭი მეურვეთა სისტემატური სამიზნეა, რომლებიც მომაკვდინებელი ხერხებით მის კოჭ-წვივებზე კონკრეტული მიზნით არიან დაგეშილი და ცდილობენ, ტკივილი მიაყენონ, რაზეც
მსაჯები არასოდეს არ რეაგირებენ.

"ნაპოლის" მეტად არ აქვს დუმილის უფლება. აურელიო დე ლაურენტისმა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა მიმართოს. კარგ ფორმაში მყოფი "კვარა" შაბათს იტალიის ყველაზე უხეშ და დაუსჯელ მცველს, ფედერიკოს გატის დაუპირისპირდება. უფრთხილდით მას! არა ხვიჩაზე ნადირობას!"

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბოლოს და ბოლოს ითქვა სიმართლე: მართალია ეს კაცი. ხვიჩას, ანუ ლამაზ ფეხბურთს დაცვა ჭირდება. ჩვენც ამოვიღოთ ხმა და იქნებ მივაწვდინოთ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას! თუ დააკვირდებით ხვიჩას რიგ-რიგობით ურტყამენ მცველები კოჭებში - რათა ყვითელი ბარათები არ მიიღონ. მე ვხვდები ამას და მოედნის მსაჯი ვერ ამჩნევს და ვერ ხვდება? სადაა ჩვენი სპორტული დესპანი და ლელოს მშვენიერი სპორტული კორესპოდენტი იტალიაში ქალბატონი ხარატიშვილი? როგორც ფილმ დათა თუთაშხიაშია ნათქვამი: "დაიწყე და აგყვებით". გაიხარეთ ყველამ!!!
ვაჟა მასწავლებელი
21:06 16-09-2024
3
ისე ოსიმენს პატივს ვცემ ერთი რამის გამო.არ მახსოვს ვისთან თამაშობდნენ.ხვიჩამ საგოლე მომენტი გააფუჭა,ინერვიულა და თავი დახარა.ვიქტორი მივიდა და თავი აუწია.ესაა გუნდი,მეგობრობა,პატივისცემა და რწმენა.ლუკაკუს დიდი პატივისცემა ჩემგან,მაგრამ ოსი ყოველთვის მემახსოვრება როგორც ადამიანი
გელა
01:20 17-09-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული