"ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, ამიტომ არსად გვეჩქარება..." - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექს მერეტის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ხვიჩას ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "კვარას" თაობაზე რამდენიმე გუნდი დაგვიკავშირდა, თუმცა ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კვლავ ჩვენთან დარჩენილიყო. ფეხბურთელის გარემოცვასთან ახალ ხელშეკრულებაზე ვმუშაობთ, თუმცა მისი ამჟამინდელი ხელშეკრულების გამო არსად გვეჩქარება.

რაც შეეხება მერეტს, ის "ნაპოლის" სამომავლო გეგმებში შედის, კლუბის დატოვების სურვილი არც ალექსს აქვს. ამასთან დაკავშირებით კითხვები არასდროს ყოფილა", - განაცხადა მანამ.

შეგახსენებთ, 4 ტურის შემდეგ "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 9
ქულით პირველ ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" სერია A-ს მორიგ მატჩს 21 სექტემბერს, "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"არა კვარაცხელიაზე ნადირობას - დე ლაურენტისმა უნდა იმოქმედოს" - კარლო ალვინო

მკითხველის კომენტარები / 35 /
თვალებში გამოგახედათ ნაპოლი. მთელი წინა წელი გათრიათ და ჩემპიონობა მოგიტანათ ლამის მარტომ. ეხლაც ბოლო ორივე ტურში მატჩის საუკეთესო ჩვენი ბიჭი გყავდათ. სტადიონზე ხალხი დაგიბრუნათ. ყველაზე ნაკლებს ხვიჩას უხდით თქვენს გუნდში და არსად არ გვეჩქარებაო. ფუ, შენი უნამუსო....
ჯეკო
13:36 17-09-2024
4
არსად გეჩქარებთ ხომ? კარგია კაპიკებში ასეთი ფეხბურთელი! უმადურები და დაუნახავები ხართ, ამას ჩვენში ასე ჰქვია!
Irakli
14:15 17-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული