ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში უცნაური ამბავი დაფიქსირდა. ვაკო ყაზაიშვილის "შანდონგ ტაიშანი" ავსტრალიურ "ცენტრალ ქოუსთ მარინერს" შინ, ჯინანის "ლუნენ ბიგზე", ადრეული გოლით ამარცხებდა. შეხვედრის არბიტრმა პირველი ტაიმის დასრულების ნიშანი მისცა და გუნდები თითქოს შესვენებაზე გაუშვა, თუმცა თერთმეტმეტრიანი ამის შემდეგ დააფიქსირა, თამაში განაახლა და ავსტრალიელებმა ნიშნულიდან გაათანაბრეს - 1:1. ჩინური კლუბის ფეხბურთელები გაოცებულები და გაბრაზებულები იყვნენ.

შეხვედრის მთავარი მსაჯი საუდის არაბეთის წარმომადგენელი, 37 წლის ხალიდ სალეჰ ალ-ტურეისი იყო, რომელმაც მე-17 წუთზე ქართველი ლეგიონერი გააფრთხილა. ვაკომ 75-ე წუთზე ლიაოს პასით საკუთარი გუნდი
წინ გაიყვანა, 88-ე წუთზე კი ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა - მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 3:1.

Sportall.Ge

რაც შეეხება ბექა მიქელთაძის სამხრეთკორეულ "გვანჯუს", იაპონური "იოკოჰამა" 7:3 დაამარცხა, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე კი გოლი და საგოლე პასია. არადა, ბექა მინდორზე 63-ე წუთზე შევიდა.

აზიური და ევროპული ჩემპიონთა ლიგის შესახებ წაიკითხეთ აქ -

altდღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

მკითხველის კომენტარები / 8 /
გაცილებით უკეთესი კარიერა შეიძლება ჰქონოდა ვაკოს,ამის პოტენციალი აშკარად იყო,მაგრამ არასწორად წაიყვანა მისი კარიერა,26წლის ასაკში აშშ-ში წავიდა სათამაშოდ და მანდ დასრულდა მისი ევროპული პერსპექტივაც. მისი პლუსი იყო ის,რომ ტრავმიანობისკენ მიდრეკილი არ იყო,თან ეფექტური გოლები გაჰქონდა თითქმის ყოველთვის ნაკრებშიც.არ იყო ზარმაცი და რაღაც ტრიპაჩი ფეხბურთელი,მაგრამ სამწუხაროდ ამბიციურობა აკლდა,თვითკმაყოფილი იყო და არ ფიქრობდა პროგრესზე,რაც მისი კარიერიდანაც ჩანს.
შევხვედრილვარ კომენტარებს,სადაც ზოგი მის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს,სკამიდან გაძლიერება იქნებაო.ჯერ ერთი,რომ იმ სკანდალის მერე ის თავად არ დაბრუნდება ნაკრებში და მეორეც ჩვენი ბიჭები უკვე ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ და როგორ გგონიათ ვაკო შეძლებს ამ ტემპში აყოლას? ეს 4 წლის წინანდელი დოინჯშემორტყმული ფეხბურთელების ნაკრები(ოქრი-ანანიძე-ვაკო-აბურჯანია) აღარაა.
მეზღვაური
20:11 17-09-2024
1
არსად დევს ეს ნიუსი და ოპერატიულად გავიგეთ ყველაფერი, მატჩის პროცესში. მადლობა
რატი
16:40 17-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული