"ეს კაცური საქციელი არ არის" - კონტე კვარაცხელიაზე უხეშობებზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "იუვენტუსთან" მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშობაზეც ისაუბრა:

"მძულს უხეში თამაში. მაშინაც კი, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, არასოდეს მიმიცია თავისთვის უფლება, მეტოქისთვის ტკივილი მიმეყენებინა, ეს კაცური საქციელი არ არის. ჩემი ფეხბურთელისთვის მოწინააღმდეგის შესაშინებლად თამაშის დასაწყისში განზრახ ფეხში ჩარტყმა არასდროს არ დამივალებია. ადრე ამ მხრივ სიტუაცია უფრო მარტივი იყო. შესაძლოა, რაც კალიარიში 30-ე წამზე მოხდა, მცველმა შესაშინებლად გააკეთა. მსაჯებს ყვითელი ბარათის მიცემის არ უნდა შეეშინდეთ. ეს შეიძლება დებიუტში ან 95-ე წუთზე მოხდეს, რაც მიზანმიმართულია, როდესაც ფეხბურთელის
უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებთ. არ მგონია, მან უხეშად განზრახ ითამაშა, ამაზე ფიქრიც არ მინდა, მაგრამ ყვითელ ბარათს იმსახურებდა, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ეს სამართლიანია, დაიცავენ იმათ, ვისაც ნიჭი და თამაშის უნარი გააჩნია".

მკითხველის კომენტარები / 21 /
სწორედ ამიტომ ჩაარტყა იმ ნაბ. . . . რმა პირველ წუთზე, რომ პირველი უხეშობაა და ყვითელს არ მომცემსო. თუ ასე გაგრძელდა ეს უკვე ჩვევაში გადაეზრდებათ მცველებს, ამიტომ ეს სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს.
ჟორა
23:22 19-09-2024
2
მარადონას კვარაცხელიაზე მეტს უტყავდნენ მაგრამ არ არტისტობდა,ფეხში რომ ჩაგარტყავენ და თავზე ხელს იკიდებ რა ქვია მაგას??...მაგრამ ისიც მართალია რომ დღეს ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის უხეშობენ და ეს ტაქტიკის ნაწილია
კოკა
19:10 19-09-2024
214

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული