"იუვენტუსის" მწვრთნელმა კვარაცხელიაზე უხეშობაზე კითხვას უპასუხა

AutoSharing Option
21 სექტემბერს, სერია A-ს მეხუთე ტურში, "ნაპოლი" სტუმრად "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელს, ტიაგო მოტას, კითხვა დაუსვეს იმაზე, თუ რას ფიქრობს ხვიჩა კვარაცხელიაზე სისტემატურად უხეშობაზე.

"მე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე შემიძლია ვისაუბრო. რა თქმა უნდა, ჩემი ბიჭები მოედანზე წესების დასარღვევად არ გადიან. შემიძლია ამის გარანტია მოგცეთ. მათ ყოველთვის ფეხბურთის თამაში უნდათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ისინი არასოდეს არ "ყვინთავენ", ფეხზე დგომას, თამაშს და ფეხბურთის პატივისცემას ცდილობენ.

ჩემს ფეხბურთელებზე ვლაპარაკობ, სხვებზე არაფრის თქმა არ შემიძლია. უხეშობა დაუშვებელია. გარკვეული
დროის წინ ასეთი რამეები ხდებოდა, მაგრამ ახლა VAR-ია და პრობლემა გამოსწორებულია. შეიძლება დროის გაყვანაზე ვიმსჯელოთ, ეს გადასაწყვეტია.

სიმულაცია - ეს სხვაა. ჩვენ ერთი უკიდურესობიდან მეორეში მივედით - მიუღებელი ფოლებიდან დაწყებული, ნებისმიერი მინიმალური კონტაქტის შედეგად "გაფორმებით" დამთავრებული, რომელიც ძალიან თეატრალური ხდება და თამაშისთვის სასარგებლო არ არის. ამაზე ყველანი ვმუშაობთ, რათა თამაშს პატივი ვცეთ და გულშემატკივრებმა ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღონ", - უპასუხა მოტამ.





მკითხველის კომენტარები / 12 /
პატივსცემაო!გატი, იუვენტუსში თამაშობს თუ თბილისის დინამოში?მაგას ცემა ძალიან უყვარს და მოსწონს,მაგრამ არა პატივისა,არამედ იდაყვისა,მუხლისა, ყველაფრისა,რაც მეტოქეს ტკივილს მიაყენებს და თამაშიდან გამოთიშავს.
სოსო
20:07 20-09-2024
2
არასწორია. ფეხბურთს ჩეხვა და უხეშობა აზარალებს რეალურად, ტრამვის გამო შეიძლება 5 თვე ვერ ითამაშოს. და შენ რო მოჩეხავ წითელს ან ყვითელს თუ აიკიდებ დიდი დიდი 1 თამაში გამოტოვო მეტი არა. ვერ უყურებ ამ ნაგლს როგორ დააყენა საკითხი, ჩვენ უნდა ვურტყათო ვენაგლოთო და ხმა არ უნდა ამოიღოსო თან
Sniper
00:15 21-09-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული