სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე ზედიზედ მესამედ დააყენა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ ძირითად შემადგენლობაში და ქართველმა იმედები ისევ არ გაუცრუა. გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.2, whoscored 7.0, sofascore 6.6.
„ემპოლი“ ამ მომენტისთვის 9 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს გასვლაზე თასზე „ტორინოსთან“ ჩაატარებს.
კალიარი. „სარდინია არენა“
კალიარი - ემპოლი 0:2
გოლები: 0:1 კოლომბო (33), 0:2 ესპოზიტო (49)
Quotidiano Sportivo: გოგლიჩიძემ "იუვენტუსთან" ვეტერანივით ითამაშა - კლუბის წარმატებული ინვესტიციაა