ცნობილი გახდა "იუვენტუსთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა

AutoSharing Option
სერია A-ს მეხუთე ტურში, "ნაპოლი" სტუმრად "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:

მერეტი, დი ლორენცო, ბონჯორნო, რაჰმანი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.

მატჩზე "ნაპოლის" გულშემატკივრებს გამოყოფილი 2 800 ბილეთი შეძენილი აქვთ, მაგრამ გუშინ არენაზე შესვლა უსაფრთხოების მიზნით აუკრძალეს. დღეს ნეაპოლურმა კლუბმა ამასთან დაკავშირებით ტურინის პრეფექტურაში საჩივარი შეიტანა და მათ ქომაგებს თამაშზე დასწრების უფლება მისცეს. შეხვედრა "ალიანც სტადიუმზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altდღეს ქართველების ბევრი საინტერესო მატჩია - "კვარა" "იუვეს" წინააღმდეგ და რამდენი დრო მიეცემა

"ჩაკვეს" - კაკა და ვარსკვლავები თბილისში...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული