"გვიან მიხვდნენ, რომ მოედანზე იყვნენ" - ფედელემ "კვარა" და ლუკაკუ გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში სერია A-ს გასულ ტურში "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შეაფასა. ფაბიო კანავაროს ყოფილმა მენეჯერმა "პარტენოპეის" შემტევები ხვიჩა კვარაცხელია და რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკა.

"კვარაცხელია ზარმაცია? ასე ნამდვილად არ ვფიქრობ, უბრალოდ, ცუდი მატჩი ჰქონდა. მას და ლუკაკუს დაავიწყდათ, რომ თამაში 8 საათზე იწყებოდა და სასტუმროში დარჩნენ. ისინი მხოლოდ შეხვედრის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ მიხვდნენ, რომ მოედანზე იყვნენ.

ახლა ერთი კითხვა მაქვს: შეძლებენ თუ არა ეს ფეხბურთელები დიდი გუნდების წინააღმდეგ განსხვავების შექმნას,
თუ ეს მხოლოდ პატარა გუნდებთან გამოუვათ? იმავეს თქმა შეიძლება დუშან ვლაჰოვიჩზეც. სერბს არაფერი გამოუვიდა, ისევე, როგორც ტეუნ კოპმეინერსს", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" მატჩი 0:0 დასრულდა. "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 26 სექტემბერს, კოპა იტალიაზე, "პალერმოს" წინააღმდეგ გამართავს.

altროდის მოაქვს ცვლილებებს ცუდი ხვიჩასთვის? - კვარაცხელიამ და ლუკაკუმ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს, მაგრამ...

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

alt"იუვენტუსის" მწვრთნელმა კვარაცხელიაზე უხეშობაზე კითხვას უპასუხა

altმსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი მოდელი კვარაცხელიას "ნაპოლის" სიყვარულში გამოუტყდა - რას წერს რატაკოვსკი სოციალურ ქსელში

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს პატივცემული ფედელე დიდი გაიძვერა ტიპი ჩანს: შეძლებენ განსხვავების შექმნას დიდ გუნდებთანო? თუ მარტო პატარებთან ექნებათ უპირატესობაო? ეჭვნარევ ვარაუდს გამოთქვამს"ანალიტიკოსი". კვარაცხელიამაც და ლულაკუმაც განვლილ ჩემპიონატებში არაერთხელ დაამტკიცეს მაღალი კლასი და ფედელეს ასეთი პესიმიზმი ჩასაფრებული კაცის პოზიციას გავს, მისი შემდგომი წინადადებები იქნება ამ ერთხელ შექმნეს, მაგრამ მეორედ გამოუვათო?........ სამჯერ კი შექმნეს განსხვავება დიდ კლუბებთან, მაგრამ მეოთხედაც გამოუვათო? ... და ასე დაუსრულებლად ვიდრე რომელიმე თამაშში "ვერ შექმნიან განსხვავებას" აი, მაშინ კი ბატონი ფედელე ირონიანარევი გულისტკივილით დაპოსტავს მაგალითად: "ხუთ თამაშში კი შექმნეს განსხვავება, მაგრამ მე6-ე თამაშისას ძალა ან კლასი აღარ ეყოთო". აი ასეთია გაიძვერა სპეციალისტების წაუგებელი ანალიზის სტრუქტურა.(ყველა თამაშს ერთნაირი წარმატებით დედამიწაზე მცხოვრები ვერცერთი სულიერი ვერ ითამაშებს)
"ობიექტური შემფასებელი"
13:32 24-09-2024
2
მე ასე ვფიქრობ, რომ ეს შოტლანდიელი ზედმეტად მონდომებულია და მარტო უნდა თამაში. უნდა, რომ გამოირჩეს, ლიდერობა უნდა და ვფიქრობ კონტემ გარკვეული დასკვნები უნდა გამოიტანოს და ჩასვას გუნდურ თამაშში, ხელი არ შეაშლევინოს კვარასა და ლუკაკუსთვის. პირიქით რაც შეიძლება მეტად მოამარაგოს ბურთებით. ღლონტის ღორივით, რომ დაადებს თავს მიდის კარისაკენ, პასს არ იძლევა საჭირო მომენტში ასე არ გამოვა . უსაქმოდ დატოვა კვარა და ლუკაკუ. ეგ კი არა ლობოტკასაც არ აცლიდა. ეს ვერ დაინახა ფედელემ? შოტლანდიის ნაკრებში რაც უნდა ის უქნია.
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული