კიტეიშვილმა 80 წუთი ითამაშა - ორკაცნაკლულმა "შტურმმა" "აუსტრიასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურის გადადებულ მატჩში „შტურმი“ გასვლაზე „აუსტრიასთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

სტუმრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში მათი ორი ფეხბურთელი გააძევეს, მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და ანგარიში გაათანაბრეს.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მე-80 წუთზე შეცვალეს. მისი თამაში flashscore-მ 6.9 ქულით შეაფასა, sofascore-მ კი - 6.6-ით.

„შტურმი“ 13 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "რაპიდს" 1 ქულით ჩამორჩება და 28 სექტემბერს ლინცში „ბლაუ-ვაისს“ დაუპირისპირდება.

ვენა. „ჯენერალი არენა“
აუსტრია - შტურმი 2:2
გოლები: 0:1 ბიოვინგი (24), 0:2 იატა (41), 1:2 ვინლიოფი (60), 2:2 გალვანი
(74)
გაძევება: კარიჩი (53, შტურმი), იატა (57, შტურმი)

altალთუნაშვილის "ვოლფსბერგერმა" სტუმრად კიტეიშვილის "შტურმს" დამაჯერებლად მოუგო

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიყავი ამ თამაშზე.არ გაოფლიანებულა ჩცენი ძმა
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული