დვალის მორიგი ტიტული კვიპროსში - "აპოელმა" ქვეყნის სუპერთასი მოიგო

AutoSharing Option
Საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლაშა დვალი, "აპოელთან" ერთად, კვიპროსის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. ჩვენებურის გუნდმა "პაფოსს" განელი ნახევარმცველის კინგსლი სარფოს პირველსავე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით სძლია. 

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 66-ე წუთზე რადოსავ პეტროვიჩის ნაცვლად შევიდა და თავის გუნდს ბოლო 25 წუთში დაეხმარა. 

"აპოელი" კვიპროსის ჩემპიონატში 9 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან "პაფოსს", რომელიც სუპერთასის ფინალში დაამარცხა, 3 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დვალი "აპოელთან" ერთად კვიპროსის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. 

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული