"გასწევს გვერდზე ხვიჩას "ვიცე-კვარაცხელია" ნგონჟი?" - იტალიური მედია

AutoSharing Option
იტალიის თასის 1/16-ფინალში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე სერია B-ს „პალერმო“ გაანადგურა და დეკემბერში მერვედფინალში „ლაციოს“ შეხვდება. მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუშინდელ მატჩში სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და 24 წლის სირილ ნგონჟიმ ბოძებული შანსი შესანიშნავად გამოიყენა. მან დუბლი შეასრულა და იტალიური მედიისგან შექება დაიმსახურა.

„კორიერე დელო სპორტი“ წერს, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავად მოისურვა 2023 წელს ბელგიელის შეძენა, ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ფეხბურთელს საქმეები კარგად არ წაუვიდა, სასტარტოში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, ზაფხულში „რომაში“ გადასვლას აპირებდა, საბოლოოდ დარჩენა არჩია,
სიცილიურ გუნდთან შეხვედრაში ისეთი საღამო ჰქონდა, როგორიც არც კი დაესიზმრებოდა და იმედი აქვს, ეს ერთჯერადი გაბრწყინება არ იქნება. გამოცემის ცნობით, „რომა“ მის გადაბირებას შეეცდება, რათა მან მომავალში პაულო დიბალა შეცვალოს.

„გაძეტა დელო სპორტი“ აღნიშნავს, რომ ასეთი ჩინებული თამაშის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელიას „გვერდზე გაწევა“ ნგონჟისთვის ძალიან რთული იქნება, თუმცა მეტ ყურადღებას იმსახურებს, რამეთუ თავისი დრიბლინგებით და გარღვევებით ქართველის სტილში მოქმედებს.

Area Napoli-მ აღნიშნა, რომ „ნაპოლიმ“ „კვარას“ „მოადგილე“ იპოვა და ეს ქართველისთვის ურიგო არ არის: „გაჩნდა მკაფიო განცდა, რომ „პარტენოპეის“ თავკაცმა, იმის გათვალისწინებით, რომ მარჯვენა ფლანგზე ნერესი და პოლიტანო ჰყავს, სასტარტოში ის მიზნმიმართულად მოსინჯა ვიცე-კვარაცხელიას ამპლუაში. და პასუხიც საკმაოდ დადებითი მიიღო. ეს თვითონ ხვიჩასთვისაც კარგი ამბავია, ვინაიდან დამატებითი მოტივაცია იმის გათვალისწინებით ექნება, რომ ბოლოს და ბოლოს ზურგსუკან ვიღაც გამოუჩნდა, რომელსაც შეუძლია ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის კონკურენცია გაუწიოს. სირილით „ლაციო“ და „ბოლონია“ არიან დაინტერესებული, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია „ნაპოლი“ იანვარში დაემშვიდობოს“.

მკითხველის კომენტარები / 20 /
წყალწაღებულ „პალერმოსთან" დუბლი, როცა ორივე გოლი მეკარემ „ყლაპა", ვერ ჩაითვლება დიდი ფეხბურთის ზეიმად. კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ხვიჩასთან ვერ მივა.
კახელო
20:35 27-09-2024
2
ამ საიტზე საუკუნეა აღარ შემოვსულვარ. ბოლოს რომ ვაკომენტარებდი, სერიოზული მსჯელობა მიდიოდა, ელმასი როგორ დასვამდა ხვიჩას სკამზე და ბოლოს სამპდორიაში რომ გაანათხოვრებდნენ.
ახლა ახალი კონკურენტი მოუძებნეს და ცოტა ხნით იხალისებენ ალბათ თავებს:)))
ელმასი შემახსენეთ სადაა, აღარ მახსოვს. აქ ბევრი იყავით მისი გულშემატკივარი, ალბათ თვალს ადევნებთ❤️
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული