შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა "შტურმს" გამარჯვება მოუპოვა და გაალიდერა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის მერვე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „ბლაუ-ვაისს“ 2:1 მოუგო.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ის 71-ე წუთზე მცველმა სილვან ვალნერმა საჯარიმოში წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა და „შტურმს“ გამარჯვება მოუპოვა.

კიტეიშვილმა ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 8.6, sofascore 8.0.

„შტურმი“ 16 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს სახლში ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგესთან“ ჩაატარებს.

ლინცი. „პერსონალ სტადიონი“
ბლაუ-ვაისი - შტურმი 1:2
გოლები: 0:1 ბიერეტი (18), 1:1 გოიგინგერი (33), 1:2 კიტეიშვილი
(71, პენ)

altკიტეიშვილმა 80 წუთი ითამაშა - ორკაცნაკლულმა "შტურმმა" "აუსტრიასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
საარჩევმო სიაში არ შეიყვანეს ჯერ?
გიორგი
09:59 29-09-2024
12
ბევრად მაღალი დონის კლუბში უნდა თამაშობდეს ვიდრე შტურმია, კიტეიშვილი ისეთი დონის ნახევარმცველია ასეთები ბევრი არ არიან, მოკლედ ქართველი მოდრიჩია და იმედია გაცილებით ძლიერ ჩემპიონატსა და კლუბში მალე მოხვდება.
ქომაგი
23:47 28-09-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული