კვარაცხელია: "ვაგრძელებთ სვლას ჩვენი მიზნებისკენ"

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ნაპოლის" (2:0 "მონცასთან") გამარჯვებასა და ხვიჩა კვარაცხელიას (გოლი გაიტანა) თამაშს სერია "ა" ასე გამოეხმაურა - "ქართველი ვარსკვლავი."

Sportall.Ge

ხვიჩა კვლავ გამორჩეული იყო. მის შეჩერებას ან თამაშის წესების დარღვევით ახერხებდნენ, ან მჭიდრო მეურვეობის პირობებში. მსაჯი ჯარიმას გაუგებარ ვითარებაში არ აფიქსირებდა. "კვარამ" უხეშობისთვის გაფრთხილებაც მიიღო, თუმცა საქმე განზრახ მოქმედებასთან არ გვქონია; ამ პერიოდში, მოწინააღმდეგეების მოქმედებების გამო ცოტათი აღელვებული ჩანდა.

კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ უკმაყოფილება ეტყობოდა. წინა ტურში, "იუვესთან", მწვრთნელმა ადრე გაიყვანა, თასზე დაასვენა და როგორც ჩანს, მეტის თამაშის წყურვილი ჰქონდა.
შეგახსენებთ, 77-ე ნომრის მონაპოვარი უკვე 3 გოლი და 2 შედეგიანი პასია.

Sportall.Ge

გამარჯვებას თავად ქართველი ფეხბურთელიც გამოეხმაურა: "ვაგრძელებთ სვლას ჩვენი მიზნებისკენ". ნეაპოლელები 6 ტურის შემდეგ ლიდერები არიან, ევროტურნირებზე არ ასპარეზობენ და ტურიდან ტურამდე მოსამზადებლად მეტი დრო აქვთ. ანტონიო კონტეს გუნდი "იუვენტუსს" უკვე დაუპირისპირდა, სხვა გრანდებს კი ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში შეხვდებიან.

altხვიჩას მესამე გოლი - "ნაპოლიმ" "მონცას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

altროდის მოაქვს ცვლილებებს ცუდი ხვიჩასთვის? - კვარაცხელიამ და ლუკაკუმ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს, მაგრამ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატება ნაპოლს ჩემპიონობა მმოგველოცოს უკვე იანვარში
dew
01 ოქტომბერი 2024 12:19
2
შენ გენაცვალე მე ხვიჩა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
01 ოქტომბერი 2024 00:35
3
ვერ გავიგე რატომ ცდილობს ხვიჩა საჯარიმოში ბურთი აუცილებლად ლუკაკუს მისცეს, მაშინ როცა ის დაკეტილია, თვითონ კი უკეთესი გაგრძელებაა. მეტად უნდა აიღოს თავის თავზე კარში დარტყმა.
ჟორა
30 სექტემბერი 2024 20:20
2
ჯერ მალდინი,მერე კი კვარაცხელია,ვთვლი რომ მსაჯმა ტყუილად გააფრთხილა.რა თქმა უნდა ჯარიმები იყო,მაგრამ ორივე შემთხვევაში მეტოქის ფეხი იქიდან გამოვარდა,საიდანაც ვერ ხედავდნენ.განზრახი ქმედება არც ერთ შემთხვევაში არ ჩანდა და არც ზედმეტად უხეშები იყვნენ.ცუდი ის არის,რომ ხშირად სრულიად წინასწარგანზრახულ ჯარიმებს დაუსჯელად ატარებენ,ხშირად კი და უფრო მეტად ტექნიკურ ფეხბურთელებს,დაუმსახურებლად სჯიან,ყვითელი ბარათებით.
სოსო
30 სექტემბერი 2024 18:26
1
მაგარი ის იქნება თუ ყველანი შევცდებით და ნაპოლი ისევ იჩემპიონებს ამ სეზონში.
G.LA
30 სექტემბერი 2024 15:23
3
ხვიჩა, ნერვები მოთოკე და თამაშს მოუმატე!
წარმატებებს გისურვებ, აბა შენ იცი!
SOS!!!
30 სექტემბერი 2024 13:36
7
ყვითლის გამო გაიყვანა და ტყუილადაა გაბრაზებული ❤️
.
30 სექტემბერი 2024 13:05
6
რატო რა, თუ გამოსატოვებლად წაუვა საქმე ჯობია ახლა ამ სამ ტურში გამოტოვოს თამაში თორემ, ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში გრანდებთან უწევს შეხვედრა და კვარას უმისოდ ნაღდად არ მინდა მაგ თამაშების ყურება. მსაჯები კიდე ისეთი ოხერები არიან, ზედ გრანდთან თამაშის წინ მისცემენ მაგ გამოსატოვებელ გაფრთხილებას.
მალხაზ ჯობავა
30 სექტემბერი 2024 14:37
7
" A Georgian star "
ჰოდა , " მიეცით ნიჭსა გზა ფართო ".
-
30 სექტემბერი 2024 13:03
0
პოლიტანოს მხარე იმიტომ იტვირთება, რომ დი ლორენცო და ანგისა არიან აქტიურები მაგ ფრთაზე და მემარჯვენე ლობოტკასაც მაქეთ აქვს კისერი მოქცეული.
ხვიჩას ფრთაზე უფრო რთული სიტუაციაა: სპინაცოლა ფორმაში არ არის, ოლივერა სუსტი ფეხბურთელია, მაკტომინეი ცუდი ფეხბურთელი არ ჩანს, მაგრამ ხვიჩას ვერ თუ არ ათამაშებს, უფრო ინდივიდუალისტია და საკუთარ თავზე მუშაობს.
არჩი
30 სექტემბერი 2024 12:54
1
ჩემი პროგნოზი ასეთია, ამ სეზონში ხვიჩას მინიმუმ 30 საგოლე მოქმედება ექნება! ნაპოლის მინიმუმი კა სამეულია
რობი
30 სექტემბერი 2024 12:45
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული