"თუ 200-ჯერ ნათქვამს ვერ გაიგებს, 201-ედ გავუმეორებ" - "ლიონის" მწვრთნელი მიქაუტაძეს გაუბრაზდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-6 ტურში "ტულუზასა" და "ლიონის" (1:2) მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა პრესკონფერენციაზე საკუთარი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ "ლიონის" ძირითად შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძე მოხვდა. საჟმა მიქაუტაძე 67-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე ალექსანდრ ლაკაზეტი შეუშვა.

პრესკონფერენციაზე საჟმა ქართველი ფორვარდის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ შესვენებაზე მასთან მკაცრი საუბარი ჰქონდა.

"მიქაუტაძეს შესვენებაზე ვუთხარი, რომ თუ 200-ჯერ ნათქვამს ვერ გაიგებს, 201-ედ გავუმეორებ, რომ წინ გუნდის ინტერესები უნდა დააყენოს და თანაგუნდელებთან ერთად პრესინგი უნდა ითამაშოს.
გარდა ამისა, დაცვასაც უნდა დაეხმაროს. 

შესვენების შემდეგ უკეთესად თამაშობდა და როგორც ჩანს, ჩემი ნათქვამი გაიგო. იგი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე პირველ ტაიმში. ჩემი აზრით, თუ თანაგუნდელებს მეტად დაეხმარება, თავგანწირვა უკან დაუბრუნდება და ძველებურად შედეგიანი გახდება", - განაცხადა საჟმა.

"ლიონი" 7 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 3 ოქტომბერს, ევროპა ლიგაზე გლაზგოში "რეინჯერსთან" ჩაატარებს.

altმიქაუტაძის 67 წუთი და "ლიონის" ალოგიკური გამარჯვება "ტულუზასთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
მცველად თუ გინდოდათ უკეთესი მცველი გეყიდათ, ნინიას ბაღი რო გაქვთ დაცვაში!!!
6
ამას დაიბრუნებს მეცი 5 მილიონად და ზაფხულში ისევ 30 მილიონად გაყიდის.
მე მგონი მეცთანაა შეთანხმებული და ფულს აკეთებენ ერთად
Levani
22:31 30-09-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული