"მორიგი წარუმატებელი მცდელობა" - იტალიური გამოცემა "კვარასა" და "ნაპოლის" მოლაპარაკებებზე წერს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას და "ნაპოლის" შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ცნობით, "კვარას" აგენტის მამუკა ჯუღელისა და "პარტენოპეის" მესვეურების შეხვედრა ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა, სადაც მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი განიხილეს, თუმცა შეთანხმების მიღწევა კვლავ ვერ მოხერხდა.

წყაროს ცნობით, "ნაპოლი" ხვიჩას კონტრაქტის 2029 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს, მაგრამ გარემარბის აგენტი ფეხბურთელისთვის ჯერ ანაზღაურების გაზრდას ითხოვს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებები სანაკრებო პაუზის შემდეგ გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევის შანსი ძალიან მაღალია.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

alt"ჩვენთან კონტრაქტი

კიდევ 3 წლით აკავშირებს, ამიტომ არსად გვეჩქარება..." - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

altხვიჩა კვარაცხელიამ მიმართვა გაავრცელა: ჩვენი ქვეყანა კიდევ უამრავ სიხარულს იმსახურებს

alt5 მილიონი ევრო და ბონუსები - "ნაპოლის" საბოლოო შეთავაზება ხვიჩა კვარაცხელიას

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ სადმე უნდა თვითონ გადასვლა მაშინ არ უნდა მოაწეროს ხელი არაფრით და თუ დარჩენა უნდა 7 მილიონი უნდა მოითხოვოს და ჯანდაბას იყოს გამოსყიდვის გარეშე მაინც თუ დარჩენა უნდა .
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
14:07 02-10-2024
8
ამან კიდევ არ წაიღო ტვინი თავისი ხელფასით, აღარ ვიცი ჩემი 1600 ლარიანი ხელფასი ვიდარდო თუ მაგის მილიონიან ევროიანი, ჯობია განვითარაბაზე, მეტად თამაშის დახვეწაზე იფიქროს და არა ხელფასსა და კონტრაქტზე-ეს კველაფერი მერე თავისით მოვა,როგორც მაშის ნაპოლიში გადასვლისას, როცა დაფრინავდა და ნებისმიერ მეტოქე ბრდღვად არ უღირდა, ეხლა მისი აჩრდილიც არ არის და ცოტა მოკრძალებული მოთხოვნა უნდა ქონდეს-ჩემის აზრით რა თქმა უნდა. თანაც ამ გახურებული ჩემპიონთა ლიგის პერიოდში, როდესაც მსოფლიოს ყველა საფეხბურთო ვასკვლავი იქ თამაშოდს, შენ ვიღაც მონცას, მცველიდან ასხლეტილ ბურთს მიიღებ პირით ხაზთან-გაიტან და კლურს ჯამაგირის გაზრდას 6-ჯერ სთხოვ-არარეალური მგონია
ავთო მანჯგალაძე
17:44 02-10-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული