იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ცნობით, "კვარას" აგენტის მამუკა ჯუღელისა და "პარტენოპეის" მესვეურების შეხვედრა ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა, სადაც მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი განიხილეს, თუმცა შეთანხმების მიღწევა კვლავ ვერ მოხერხდა.
წყაროს ცნობით, "ნაპოლი" ხვიჩას კონტრაქტის 2029 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს, მაგრამ გარემარბის აგენტი ფეხბურთელისთვის ჯერ ანაზღაურების გაზრდას ითხოვს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებები სანაკრებო პაუზის შემდეგ გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევის შანსი ძალიან მაღალია.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმართვა გაავრცელა: ჩვენი ქვეყანა კიდევ უამრავ სიხარულს იმსახურებს
5 მილიონი ევრო და ბონუსები - "ნაპოლის" საბოლოო შეთავაზება ხვიჩა კვარაცხელიას