კვარაცხელია სექტემბერში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებშია

AutoSharing Option
სერია A-მ სექტემბრის საუკეთესო 6 ფეხბურთელის კანდიდატს შორის „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. კვარაცხელიას გარდა ნომინანტები სანტიაგო კასტრო (ბოლონია), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), პატრიკ კუტრონე (კომო), ფედერიკო დიმარკო (ინტერი) და კრისტიან პულიშიჩი (მილანი) არიან.

გამარჯვებული სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა გამოკითხვისა და კლუბების ხმების მიხედვით გამოვლინდება.

სექტემბერში ხვიჩამ ჩემპიონატის სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველი ნომინანტების სიაში აგვისტოშიც იყო, მაგრამ მაშინ საუკეთესოდ მარკუს ტურამი (ინტერი) აღიარეს.

სერია A გასული თვის საუკეთესო მწვრთნელი ნეაპოლური გუნდის თავკაცი ანტონიო კონტე გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული