"კვარა" თავის თავს არ ჰგავდა - გამორჩეული და სრულყოფილია" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტმა ფაბიო ტარანტინომ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა:

"ტოტალური იყო ნებისმიერ ადგილზე, მოედნის საკუთარ თუ მეტოქის ნახევარზე, მოქმედებდა გარემარბის, პლეიმეიკერის, თავდამსხმელის და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, იცვლიდა ფლანგებს, მუდამ რაღაცას იგონებდა. ის უსმენს კონტეს, ცდილობს მისი დავალებები შეასრულოს, თავისი კლასიკური როლის ფარგლებს გასცდეს და შეტევის ყველა ფაზაში დამაიდებელი შედეგებით მიიღოს მონაწილეობა. "მონცასთან" მატჩს ქართველისთვის ესთეტიკის და სილამაზის მხრივ საუკეთესოს ვერ ვუწოდებთ, თუმცა გოლი გაიტანა, პროტესტის ხმამაღლა გამოხატვისათვის ყვითელი ბარათი დაიმსახურა (ესეც საჭიროა), შთამბეჭდავი გახლდათ, რამეთუ არასოდეს გამოთიშულა თამაშიდან.

დებიუტიდანვე ფართოდ, მუდმივად კონცენტრირებულად მონაწილეობდა იერიშებში, დრიბლინგით და ბურთის ფლობის მონაცვლეობით, ხშირად ლუკაკუს და მაკტომინეის უკან ვხედავდით, ხანდახან მარცხნივ ბრუნდებოდა. იბრძოდა, მეტოქეებს უკან ბურთის ასართმევად მისდევდა და შავი სამუშაოს შესრულებასაც კი არ ერიდებოდა. რაღაც მომენტში საკუთარ თავს არ ჰგავდა. მიჩვეულნი ვართ, რომ ბურთით თავისი ელეგანტურობით მოხდენილად ცეკვავს და გაგვაკვირა, როდესაც ვარდნებისას გაისვარა მაისური, ვინაიდან მტკიცე და გადამწყვეტი თამაშით თავი არ დაზოგა გამარჯვებისათვის. კონტეს სასიხარულოდ გამორჩეული და სრულყოფილია. "კვარა" მხოლოდ ერთ ფრთაზე? არა. მეტად არა. და არა მხოლოდ ეს".

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ, რომელიც ამჟამად ტელეკომენტატორია, DAZN-ის ეთერში კვარაცხელიას ასპარეზობა შეაფასა: "ის დაბრუნდა, რომ "კვარადონა" გაგვახსენოს? ცხადია დაბრუნდა, ისევე როგორც "ნაპოლი". თუმცა, მარადონასთან შედარებას თავი დავანებოთ. დიეგო განუმეორებელია და ამაზე კითხვას ნუღარ დამისვამთ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
კვარადონად რომ შერაცხეს,ჩვენთვის არაფერი უკითხავთ.თვითონ იციან,ვის შეადარონ.კარგი სტატიაა და ავტორს მხოლოდ ერთ მოკრძალებულ შენიშვნას ვაკადრებ.სიტყვა "ბრძოლობს",საუბარში შეიძლება გამოიყენო,მაგრამ აკადემიური სტატიის თარგმანში,ლიტერატურული "იბრძვის"აჯობებდა.
სოსო
20:31 03-10-2024
3
თუ დააკვირდებით კონტე ხვიჩას ჩაკვესავით ათამაშებს, კვარა კონტეშ აზრით ყველგან უნდა იყოს სადაც ბურთი და თავისუფალი სივრცეა
რობი
10:15 04-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული