ბრაიდა კვარაცხელიაზე: ნომერ პირველმა ფეხბურთელმა ნომერ პირველი ანაზღაურება უნდა მიიღოს, ასეთია წესი

AutoSharing Option
იტალიური მედია ისევ წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას ისევ ვერ შეუთანხმდა და მოლაპარაკებები გადაიდო. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი „მილანის“ და „ბარსელონას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ, აგრეთვე ჟურნალისტებმა ფრანჩესკო მოდუნომ და რიკარდო კუჩიმ გააკეთეს.

არიედო ბრაიდა: „კონკურენცია მაღალია და თუ „ნაპოლის“ უნდა კვარაცხელია შეინარჩუნოს, კარგად უნდა გადაუხადოს. შეიძლება უფრო დაბალ ხელფასზე დარჩეს, ვიდრე დიდი ევროპული კლუბები სთავაზობენ, მაგრამ იმისათვის, რათა არ დაკარგონ, ხელშეკრულების კორექტირება მართებთ. ნომერ პირველმა ფეხბურთელმა ნომერ
პირველი ანაზღაურება უნდა მიიღოს, ასეთია წესი. ის და ლუკაკუ განსხვავებას ქმნიან. ხვიჩა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, თუმცა იმდენი უნდა მისცენ, რამდენსაც მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებენ. მოლაპარაკებებშიც ბალანსია აუცილებელი“.

ფრანჩესკო მოდუნო: „ვიცი, რომ დიალოგი მიმდინარეობს, მაგრამ არ ვიცი, მხარეებმა რამდენად შეაჯერეს პოზიციები, რომლებიც განსხვავებულია. „ნაპოლი“ მზადაა ძალისხმევა არ დაზოგოს. ვერ გეტყვით, კვარაცხელია მოაწერს თუ არა ხელს ახალ კონტრაქტს“.

რიკარდო კუჩი: „ნაპოლის“ უკვე შეუძლია სკუდეტოს მოგება, რასაც „იუვენტუსზე“ ვერ ვიტყვი. „კვარა“ ნერვიულობს? მან პირველ სეზონში გაგვაოცა, მომდევნო წელს გარკვეული სირთულები შეექმნა. ახლა ნერვიულობა მის მიმართ აგრესიულ თამაშს უკავშირდება. ქართველს მთავარ გმირად დაბრუნების დიდი სურვილი აქვს და ეს განწყობაშიც შეინიშნება. კონტესთან დაიბრუნა არაპროგნოზირება. კლუბმა მასთან თანამშრომლობის განახლება უნდა იჩქაროს“.

მკითხველის კომენტარები / 12 /
შარშან ყველას კუდი ყავარზე ჰქონდა გადებული და არავინ ახსენებდა ხვიჩას ანაზღაურებაში არსებულ უსამართლობას.წელს უკვე იგრძნეს,რომ შესაძლოა კვარა დაკარგონ და ცოტათი შეფუცხუნდნენ.ოსიმენმა დაარწმუნა ისინი,რომ ასე ვერავის მოიხმარ ჩვარივით და მერე,ხელფასის მომატებაც ვეღარ შველის საქმეს.არა მგონია ხვიჩა დარჩენაზე დაიყოლიონ და მგონი ამიტომაცაა,დე ლაურენტისი ჯუღელის მოთხოვნილ პირობებს რომ არ აკმაყოფილებს.ვფიქრობ შინაგანად უკვე მზადაა იმისათვის,რომ კვარას ვერ დაიყოლიებს და ამიტომ ცდილობს,მაქსიმალურად დიდხანს გაწელოს მოლაპარაკებები,რათა ხვიჩამ თამაშზე საერთოდ არ აიღოს ხელი,რასაც მოლაპარაკებების არ დაწყების შემთხვევაში სავარაუდოდ გააკეთებდა და დე ლაურენტისს,სათქმელიც არაფერი ექნებოდა,მოლაპარაკება ვცადეო.
გერმანიაში ფაშისტების გამარჯვებაზე ვიღაცა გერმანელი მოღვაწის ნათქვამი მახსენდება,ამ სიტუაციის აღწერისათვის,ახა რომ არის.ციტატებით მოყოლა არ გამომივა,რადგან მხოლოდ ზი~ოგადა მახსოვს,მაგრამ აზრი გასაგები იქნება.
როცა ჩემ მეზობელს მიუვარდნენ და მაღაზია დაურბიეს,ფაშისტებმა,მე ხმა არ ამომიღია.როცა ჩემ მეგობარს ქუჩაში დახვდნენ და სასტიკად სცემეს,არც მაშინ ამომიღია,ხმა,როცა ჩემ ქუჩაზე ებრაელებს სახლები დაურბიეს,თავი ისე დავიჭირე,თითქოს არაფერი ვიცოდი და როცა უკვე ჩემთანაც მოვიდნენ,უკვე აღარავინ იყო,ვინც მე დამიცავდა.ვიმეორებ,ამ მონაყოლში,უბრალოდ იმ ადამიანის მონაყოლის ლოგიკას ვიცავ,თორემ რეალურად უფრო სხვა რამეები აქვს ნათქვამი,რომელიც ზუსტად არ მახსოვს.უბრალოდ,როცა სხვის მიმართ უსამართლობაზე ჩუმდები,მზად უნდა იყო იმისათვის,რომ მომდევნო მსხვერპლი,შენ შეიძლება იყო და მაშინ ნუღარ გეწყინება,რატომ არავინ დამიდგაო,გვერდით.
სოსო
16:30 04-10-2024
2
კვარას არსებული 5 წლიანი კონტრაქტიდან "დაცული" სამი წელი 2025-ის ზაფხულში მთავრდება. როგორც ვიცი დაცული პერიოდის შემდეგ დარღვევაზე დიდი სანქციები აღარ არის. ასე რომ, აღარ უნდა გააგრძელოს უნამუსო და წინდაუხედავ ხალხთან ურთიერთობა.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული