როგორი იქნება "კომოსთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა?

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს მეშვიდე ტურში, ლიდერი "ნაპოლი" "კომოს" უმასპინძლებს და მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. თუმცა, ცხადია, მეტოქე ბრძოლას გაუმართავს და ადვილი დასამარცხებელი არ იქნება.

სესკ ფაბრეგასის გუნდმა ჩემპიონატზე ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა (საერთო ანგრიში 8:6) და ურიგო ფორმაში არაა. "ნაპოლიმ" კი საკუთარი ძალების ირწმუნა და სანაკრებო პაუზის წინ პირველი პოზიციის დათმობას არ აპირებს.

ნეაპოლური გამოცემები ირწმუნებიან, რომ "ნაპოლის" მწვრთნელი ანტონიო კონტე იმავე სასტარტო შემადგენლობას დააყენებს, რომლითაც "მონცასთან" მატჩი დაიწყო: კაპრილე, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ლობოტკა,
პოლიტანო, ანგისა, მაკტომინეი, კვარაცხელია, ლუკაკუ.

თამაში "დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინ ხარ შენ?
ჯერ კვარას დაეკიდოს ყველა სხვა გრანდები.
ჯერ ჩვენი და მერე სხვები
თენგო
14:24 04-10-2024
1
აბა რაა!! მსოფლიო საფეხბურთო მოვლენაა,როდესაც ორი სუპერკლუბი ხვდება ერთმანეთს. ნაპოლი-კომო, ისეთი აფიშაა, სულმოუთმენლად ელის ამ დიდ თამაშს მთელი დუნია , თანაც რა მეგავასკვლავები ითამაშებენ ლობოტკა,ანგისა, ლუკაკუ და .....
ავთო მანჯგალაძე
13:46 04-10-2024
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული