ხვიჩა ფორმაშია, პოლიტანოს საოცარი მიღწევა აქვს... - ქართველების მატჩები უკრაინამდე

AutoSharing Option
მორიგ სანაკრებო მატჩებამდე ბოლო უქმეებია. თითოეულ ქართველ ლეგიონერს წარმატებულ თამაშსა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ!.. შეკრებამდე ძალების აღსადგენად სხვებზე დიდი დრო ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილსა და ბუდუ ზივზივაძეს ექნებათ, რომლებიც დღეს, 4 ოქტომბერს, ითამაშებენ.

ნაპოლი - კომო

ანტონიო კონტეს გუნდი სესკ ფაბრეგასის საინტერესო კრებულს უმასპინძლებს. სერია "ა"-ს ლიდერი მეათეადგილოსანს 20:30 საათზე შეხვდება.

ხვიჩა კვარაცხელია კარგ ფორმაშია და ეს უკვე ბევრს ნიშნავს. მატეო პოლიტანომ გაიტანა და მან ეს უკვე სერია ა-ს ზედიზედ მეათე სეზონში მოახერხა.

ნეაპოლელებმა ამ სეზონში სულ 8 შეხვედრა ჩაატარეს და
ექვსში გოლი არ გაუშვიათ. ეს უკვე რაღაც ახალია. არადა, დაცვის ხაზიც შეიცვალა და ძირითადი მეკარეც ტრავმირებულია. გვახსოვს გასული სერია "ა", როცა საკუთარ "მარადონაზე" გუნდი ცუდად თამაშობდა. ახლა აბსოლუტურად სხვა ვითარებაა...

კონტეს ფორმაცია კვლავ 4-3-2-1 უნდა იყოს და შემადგენლობაც უცვლელი. "კვარამ" საშინაო არენაზე ამ სეზონში ჩემპიონატში სამჯერ ითამაშა, 2 გაიტანა და შედეგიანი პასიც შეასრულა. ლეგენდარული და ძალიან კარგი ფეხბურთელის, ფაბრეგასის გუნდის რიგებში ყველაზე სახიფათო პატრიკ კუტრონეა, რომელსაც 4 შედეგიანი დარტყმა აქვს. ბოლო ორ შეხვედრაში "კომომ" 6 გოლი გაიტანა.

"ნაპოლი" და "კომო" ერთმანეთს ბოლოს ოცი წლის წინ, სერია "ბ"-ში შეხვდნენ. ურთიერთშეხვედრებში დღევანდელ სტუმრებს უპირატესობა აქვთ.

შეხვედრას ერმანო ფელიციანი განსჯის. ნეაპოლელებს ბოლოს ის 2023 წლის 4 ივნისს, "სამპდორიასთან" (2:0) მოგებულ შეხვედრაში მოემსახურა.

Sportall.Ge

ლეგანესი - ვალენსია

"ვალენსიას" 5 ქულა აქვს, "ლა ლიგის" გასავარდნ ზონაშია და მე-9 ტურში მასთან ახლოს მყოფ "ლეგანესს" 23:00 საათზე ესტუმრება.

ვალენსიელებს წელს ძალიან უჭირთ, ბორხა ხიმენესის გუნდი კი ფრეების "მოყვარულია." რუბენ ბარახას ბიჭებმა ბოლო დროს გამოასწორეს, თუმცა "მამარდას" მაღალი კლასი რამდენად უშველით, რთული სათქმელია. "ღამურებმა" გასული სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა. 2018-19 წლებში მეოთხე ადგილი იყო, იმის შემდეგ კი...

სანაკრებო პაუზის წინ მოგება "ვალენსიას" ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ძალიან გამოასწორებს და მერე იქნებ გარდატეხაც შეძლონ.

ამ გუნდების ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან სამი ფრედ და ერთნაირი ანგარიშით (1:1) დასრულდა. ვნახოთ, ამჯერად რა იქნება. "ესტადიო მუნისიპალ დე ბუტარკეზე" (12 454 მაყურებელი) მთავარი მსაჯი კინტერო იქნება.

Sportall.Ge

სხვა მატჩები

ბუდუ ზოვზივაძის "კარლსრუე", რომელიც მეორე ბუნდესლიგაში მესამე ადგილს იკავებს, "დარმშტადს" დღეს, 20:30 საათზე უმასპინძლებს.

შაბათ-კვირას არაერთი ქართველი ლეგიონერი იასპარეზებს. მათგან ორს განსაკუთრებით გამოვარჩევთ. ერთი "ლაციოსა" და "ემპოლის" დაპირისპირებაა. საბა გოგლიჩიძე კიდევ ერთ მძლავრ გუნდს კვირას, 6 ოქომბერს, 17:00 საათზე შეხვდება. რაც შეეხება მეორეს, ავსტრიის ჩემპიონატის ლიდერი, ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" მის მაინც მთავარ კონკურენტს, ახლა ცუდ ფორმაში მყოფ "ზალცბურგს" უმასპინძლებს, ასევე კვირას, 19:00 საათზე.

იმედია, ბევრ კარგ თამაშსა და გოლზე დავწერთ!..

altროგორი იქნება "კომოსთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა?

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფეოლა, როგორ არ გცხვენია ან სად გაიზარდე ან სად ცხოვრობ ასეთი ბნელი, დარწმუნებული ვარ სულ სამჯერ გაქვს სრული თამაში ნანახი, უბრალოდ მაგარი არაქართული კომენტარია და გცხვენოდეს...
გუგა
17:29 04-10-2024
1
rava yvelgan tenit zibzibadzes,neta vis sakargvia((((
feola
11:55 04-10-2024
57
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული