მამარდაშვილის მესამე მშრალი მატჩი - "ვალენსია" "ლეგანესს" ფრედ ეთამაშა

AutoSharing Option
ლა ლიგის მეცხრე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ლეგანესს“ დაუზავდა - 0:0.

თამაში რბილად რომ ვთქვათ, ლამაზი სანახავი არ იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, ყველაზე რეალური შანსი მასპინძლებს კომპენსირებულ დროში ჰქონდათ, მაგრამ როდრიგესმა ბურთი ძელს გაარტყა.

სტუმართა გუნდის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე ტურნირზე მესამედ შეინახა კარი მშრალად. მისი თამაში sofascore-მ 6.6 ქულით შეაფასა, whoscored-მა და flashscore-მ კი 6.3-ით.

„ვალენსია“ 6 ქულით მე-18 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ლას-პალმასთან“ გამართავს.

ლეგანესი. „ბუტარკე“
ლეგანესი - ვალენსია  0:0

alt"ვალენსია" "სოსიედადთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს სამი და სხვა მრავალი მამარდ,შეუბერე და გაისად ლივერპულში ვიბურთაოდ. ადამიანები ვერ აფასებენ მეკარეების შრომას,არადა ბოლო იმედი არის გუნდებისთვის.გაიხსენეთ,რამდენი რამე წავიდა უკეთესობისკენ ჩვენს ნაკრებში,რაც მამარდა კარში ჩადგა.ამ ნაკრების საუკეთესო მოთამაშე და შეუცვლელი კაცი არის მამარდა.ლიგაზე ხომ ნახეთ,მარტინეზმა რა აკეთა ბავარიასთან ან შევალიემ რეალთან. მეკარეების შრომა ფასდაუდებელი და დაუფასებელია. არადა,თუ კარგი მეკარე გყავს და კარგი საყრდენი,გუნდს ყველაფრის ამბიცია შეუძლია ქონდეს. კარგი ის არის რო ჩვენ ერთიც გვყავს და მეორეც,რაც ნაკრების შედეგებზე აისახა. ყველას კვარა და ჩაკვე აკერია პირზე,არანაირი პრობლემა ამაზე,თუმცა მამარდა და ქოჩორა არ დამიჩაგროთ. წარმატებები მამარდ,მგლებში ლომი ხარ ძმაო და შეუბერე ჩვენი გულების გასახარად.
იასონას უდარი
08:11 05-10-2024
1
მამარდას ხათრით ვუყურებ ხოლმე,ვალენსიას თამაშებს.ახლაც ვუყურებდი,მაგრამ 50 წუთის შემდეგ სხვაგან გადავედი.ნერვები აღარ მეყო.მაგ დროისათვის,თითო დარტყმა ჰქონდათ ორივე კარისაკენ და ისიც ფორმალურად თუ ჩაითვლებოდა დარტყმად.ნულოვანი იყო ხიფათის მოლოდინი.საჯარიმომდეც კი ვერ მიჰქონდათ ბურთი და მამარდას სურათი,ისედაც მაქვს.არ ვიცი,მეკარე როგორ უნდა შეაფასონ,როცა მასთან ბურთი არ მიდის.
სოსო
00:11 06-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული