კონტე "კვარას" ეპიზოდმა აღაშფოთა - რა უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა მსაჯებს?

AutoSharing Option
სერია A-ს მე-7 ტურში "ნაპოლისა" და "კომოს" (3:1) მატჩის 63-ე წუთზე "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა.

მსაჯების ამგვარმა გადაწყვეტილებამ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე აღაშფოთა.

"VAR-ი საერთოდ არსებობს?" - მიმართა იტალიელმა სპეციალისტმა გვერდითა არბიტრს.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 16 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვლაზე "ემპოლისთან" ჩაატარებს.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით

alt"ნაპოლიმ" "კომოსაც" სძლია და ისევ ლიდერია [VIDEO]

altროგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ "კომოსთან" მატჩში?


მკითხველის კომენტარები / 16 /
აშკარად ჩანდა, რომ კვარაცხელიას ხელი უბიძგეს! თუ დარღვევა მარტო ფეხის გამოდებაა !
კონტე კი არა მეც აღვშფოთდი, ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ !
SOS!!!
15:05 05-10-2024
0
დედამიწაზე ყველამ აღნიშნა რომ პენალტი ზეაშკარა იყო,ღვით რუსი კომენტატორებიც კი აღშფოთდნენ მაგრამ. . . პროევროპელი ქართველი კომენტატორები დაეთანხმნენ მსაჯს. . .არ გჯერათ გადაახვიეთ და ნახეთ
ნაპოლეონი
15:06 05-10-2024
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული