Fichajes: პერესი კვარაცხელიას სამსახურით ისევ დაინტერესდა - რამდენად რეალურია ტრანსფერი?

AutoSharing Option
ესპანური Fichajes-ის მტკიცებით, "რეალმა" სერია A-ს ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი განაახლა, რამეთუ სამომავლოდ შემადგენლობის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს:

"რეალმა" მიზნად "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება დაისახა, რომელიც მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერების ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტია. ფლორენტინო პერესი აცნობიერებს რა გუნდის საჭიროებებს, სხვადასხვა პოზიციებზე არსებითი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. ახლახან ჩემპიონთა ლიგაზე "ლილთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ის შეტევის გასაძლიერებლად ნიჭიერ ქართველს მიმზიდველ კანდიდატად განიხილავს.

სერია A-ს ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით წარმატებით თამაშით "ნაპოლის" სკუდეტოსთვის ბრძოლა განაახლა. მისმა ასპარეზობამ, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იტალიური
გუნდისთვის, ევროპის ტოპ-კლუბების და მათ შორის "რეალის" ყურადღება მიიპყრო.

თუმცა, "ნაპოლის" ხვიჩას შენარჩუნება უნდა და ბრძოლის გარეშე არ დათმობს. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მასთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ნაბიჯებს დგამს და ამისათვის ფეხბურთელისთვის ხელფასის 5-6 მილიონ ევრომდე გაზრდაზეა თანახმა.

როდრიგოს შესაძლო წასვლამ, რომლითაც პრემიერლიგის კლუბები დაინტერესდნენ, შეიძლება კვარაცხელიას "რეალისკენ" გზა გაუხსნას. თუმცა, პერესს მოუწევს შეაფასოს, უღირს კი "ნაპოლისთან" რთული მოლაპარაკებების გამართვა, რომელიც თავის ვარსკვლავს ადვილად წასვლის უფლებას არ მისცემს. საკვანძო საკითხი გამოსასყიდი თანხა, 74 მილიონი ევრო იქნება. კვარაცხელია "ნაპოლისთან" ხელშეკრულებით 2027 წლამდეა დაკავშირებული, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება დიდწილად მის პირად ამბიციებზე და იმაზე იქნება დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა "ნაპოლის" ახალ შეთავაზებას".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ცოტა დაფიქრდით, ვინისიუსს და მბამპეს სათადარიგოზე დასვამს და კვარაცხელიას ათამაშებს? დღემდე კარში დარტყმა ვერ ისწავლა.
ბადრი
10:31 06-10-2024
14
მაქსიმუმ 3 თვეში ძირითადში ჩაჯდება. კვარასნაირი ტექნიკური ფეხბურთელი ამ ეტაპზე რეალს არ ყავს. ყველა თავის თავზე ფიქრობს გინდა ვინი გინდა მბაპე გინდა როდრიგო. კომბინაცია არ კეთდება ოასი არცერთმა არ იცია. იშვიათი რი განოუვიდეთ პასი. მათი ოლიუსი სისწრაფეა ფეხბურთის მცოდნ3 მიხვდება. და რეალში რო იქნება 3 კაცი ვეგარ დაუდგება იმიტო რო დანარჩენები გაიქცევიან ამას აქვს აზრი. თუ აკვირდებით თამაშესბ მარტო კცარას ავიწროვენენ მიღებისთანავე დანარჩენი არ აინტერესებთ.
ბექა
10:28 06-10-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული