"კვარას" სასტარტო გარანტირებული აღარ აქვს" - Areanapoli ქართველზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ძირითად თერთმეტეულში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს, ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თუ ქართველი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს ვერ მოახერხებს, ანტონიო კონტე მას დავიდ ნერეშით შეცვლის, რომელიც ნეაპოლურმა კლუბმა გასულ ზაფხულს "ბენფიკადან" შეიძინა და სერია A-ს ბოლო ტურში "კომოს" წინააღმდეგ თავის გამოჩენა მოახერხა.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით იტალიელი სპეციალისტი ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს არ გეგმავს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 9 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით
გამოიჩინა.

altFichajes: პერესი კვარაცხელიას სამსახურით ისევ დაინტერესდა - რამდენად რეალურია ტრანსფერი?

altბრაიდა კვარაცხელიაზე: ნომერ პირველმა ფეხბურთელმა ნომერ პირველი ანაზღაურება უნდა მიიღოს, ასეთია წესი

altსაბოლოო შეთანხმება მილანში შედგება? - კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებისს საკითხს წერტილი ამ თვის ბოლოს უნდა დაესვას
 

მკითხველის კომენტარები / 39 /
ლუკაკუ რამდენი ხანი იქნება ფორმაში არავინ იცის და როდის გამოყ... ნაპოლს არ აქვს მაგის ფუფუნება, რო კვარა სკამზე დასვას, თუ განძრახ არ გაკეთებენ ამას, კონტე კვარას თუ დასვენებს, თორემ ისე არ შეცვლის, კვარას თავი დანებონ და თავდამსხმელზე იფიქრონ, ერთ დღეს, რო ამოვარდეს ლუკაკუ ფორმიდან სიმიონე არაფლის მაქნისია, სიმიონე იყო გასაშვები და უკეთესი ფორვარდი მოსაყვანი
გოგა
21:43 08-10-2024
0
იყო დრო როცა ხვიჩას სანახავად საქართველოდან ჩარტერული რეისებით ნაპოლში გულშემატკივრები დაფრინავდენ.წელიწადზე მეტია აღარ დაფრინავენ.ზოგიერთებმა დაუსვით თქვენ თავს კითხვა-რა მოხდა?
ამაშია საქმე
21:07 08-10-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული