ქართველი მცველი "კარლსრუეში" სინჯებზე იმყოფება

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ (სიმაღლე 192 სმ) შეიძლება კარიერა გერმანიაში გააგრძელოს.

bnn-ის ცნობით, ნარიმანიძე "კარლსრუეში" სინჯებზე იმყოფება, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს. ნარიმანიძე "იბერია 1999"-ის აღზრდილია, მიმდინარე სეზონში კი ეროვნული ლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2023 წელს ალექსანდრე 19-წლამდელებს შორის საქართველოში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

გახდება თუ არა ის "კარლსრუეს" ფეხბურთელი, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული