იტალიური გამოცემა Areanapoli-ს ცნობით, აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კლუბის პრეზიდენტთან აურელიო დე ლაურენტისთან უკმაყოფილება გამოთქვა.
წყაროს ცნობით, იტალიელ სპეციალისტს სურს, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიონ, რადგან კონტე "კვარას" გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევს და მასთან მუშაობას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გეგმავს.
შეგახსენებთ, კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.
სერგეი რებროვი: კვარაცხელიას უკან დახევა უწევდა - რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან?