"კონტრაქტი არაფერ შუაშია, ხვიჩა ამის გამოა შეშინებული" - ალვინომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრები არ წყდება. როგორც კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტები აცხადებენ, "კვარას" ბოლო პერიოდში მცირე ჩავარდნის მიზეზი "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე არსებული სირთულეებია.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა.

"არ ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში მისი პერფორმანსები კონტრაქტთან დაკავშირებულ გაურკვევლობას უკავშირდება. მიმაჩნია, რომ ეს ჭორები მასზე გავლენას არ ახდენს.

ჩემი აზრით, ხვიჩას გაუცნობიერებლად ჰგონია, რომ სკუდეტოს მოგების დროს ნაჩვენები თამაშის გამეორებას ვეღარ მოახერხებს და მისი ჩავარდნის მიზეზი ეს გახლავთ. 

ვფიქრობ, "კვარას" სიმშვიდე აკლია
და ძველებურად ამიტომ ვეღარ თამაშობს. ვიმეორებ, კონტრაქტი არაფერ შუაშია", - განაცხადა ალვინომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება. 

altსამომავლო ოცნებები, რჩევა შვილს და რონალდოს წინააღმდეგ თამაშის ემოციები..." - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ FIFA-ს ოფიციალურ გვერდთან

alt"ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, ამიტომ არსად გვეჩქარება..." - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

altხვიჩა კვარაცხელიამ მიმართვა გაავრცელა: ჩვენი ქვეყანა კიდევ უამრავ სიხარულს იმსახურებს

alt5 მილიონი ევრო და ბონუსები - "ნაპოლის" საბოლოო შეთავაზება ხვიჩა კვარაცხელიას

მკითხველის კომენტარები / 8 /

საუკეთესოა, მაგრამ დროა რაღაც ახალი შესთავაზოს გულშემატკიარს და თბილისიდან ისევ დაინიშნება დამატებითი ავიარეისები "ნაპოლის" თამაშების სანახავად
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
15:21 17-10-2024
0
რომელ სტატისტიკას, კვლევას ან დაკვირვებას ეფუძნება მოსაზრება რო ვერ თამაშობს როგორც ადრე? ნაპოლი ისევ პირველ ადგილზეა. ყველა დამთვლელი ანალიტკოსის სიებში ყოველთვის ტოპებშია! ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშეა ამ წუთას და გოლებში თანამონაწილეობის შესაშური პროცენტი აქვს! რაც შეეხება ბომბარდირობას, ვინგერი არ და ვერ იქნება ვერც ლიგის და ვერც საჩემპიონო კლუბის საუკეთესო ბომბარდირი. ამ ამპლუისთვის ოპტიმალურია 10+ გოლი და 10+ ასისტი სეზონში. ზუსტად ამ შედეგით გახდა ლიგის მვპ სადებიუტო სეზონში. ფაქტია რომ 7 ტურში 3+2 აქვს და თუ არ მოუმატა და ასევე გააგრძელა სეზონის ბოლოს იმაზე უკეთესი სტატისტიკა ექნება ვიდრე პირველ და მეორე სეზონში ქონდა…
Zaza
14:32 17-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული