კვარაცხელია თუ ნერესი. "არ მესმის, რა უნდა ამ ხალხს ქართველისგან?" - ფედელე ხვიჩას გამოექომაგა

AutoSharing Option
20 ოქტომბერს, სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ემპოლის“ დაუპირისპირდება, რომლის რიგებში იტალიური მედიის მტკიცებით, კვლავ სასტარტოში იქნება საბა გოგლიჩიძე.

„რეპუბლიკას“ ცნობით, „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შეიძლება მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზოს და ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად დავიდ ნერესი დააყენოს. საქმე ისაა, რომ კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში ორი მძიმე მატჩი ჩაატარა, ბრაზილიელი კი მხოლოდ კლუბის ბაზაზე ვარჯიშობდა და დასვენებულია. იგივეს აცხადებს ჟურნალისტი უმბერტო კიარელო. SKY-ს საფეხბურთო მიმომხილველი ფრანჩესკო მოდუნო კი ირწმუნება, რომ ჯერ კონტე ნერესს პირველივე წუთიდან არ ათამაშებს, მაგრამ მასში 30
მილიონი ევრო გადაიხადეს და ადრე თუ გვიან ნდობა უნდა გამოუცხადონ. ის იტყობინება, რომ მატიას ოლივეირა ურუგვაიდან დაბრუნდა (ეკვადორთან ითამაშა), ხოლო ალექს მერეტმა ტრავმა მოირჩინა და 26 ოქტომბერს „ლეჩესთან“ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

„კვარას“ შესახებ საკუთარი მოსაზრება საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ გამოთქვა: „კვარაცხელიამ უნდა ამოისუნთქოს და მოახერხებს კი კვირამდე აღდგენას? უკვე სამი გოლი გაიტანა და თუ გინდათ, დუბლსაც შეასრულებს... მოწყენილი სახე აქვს ვითარცა წმინდა ლუიჯის, მიუხედავად ამისა, მე ასეთ ფეხბურთელზე უარს ვერასოდეს ვიტყოდი. არ მესმის, ამ ხალხს რა უნდა ქართველისგან... ნერესი მართლა ნიჭიერია, კარგი დარტყმა აქვს, თუმცა ფეხბურთი მხოლოდ აფეთქებები როდია. საჭიროა დაცვით ფაზაში მონაწილეობა. „კვარას“ „მარკანტონიოს“ გამო, როგორც მე მაკტომინეის ვუწოდებ, დიდი „მსხვერპლის გაღება“ უწევს, ვინაიდან შოტლანდიელი წინ მიიწევს და უკან სიცარიელეს ქმნის. ნებისმიერ შემთხვევაში მე ხვიჩას მხარდამჭერი ვარ“.

Tutto Napoli-ს ცნობით, ტრავმირებულ სტანისლავ ლობოტკას ბილი გილმორი შეცვლის, ხოლო „ემპოლისთან“ კონტე მოედანზე შემდეგ თერთმეტეულს გაიყვანს: კაპრილე, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, სპინაცოლა, ანგისა, გილმორი, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
უმადურები არიან,კონტე რომ არა ნაპოლიში აღარც ღირს გაჩერება
საქართველო
08:08 18-10-2024
2
კვარამ არასრულ 7-თამაშში გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2-ასისტი,, ნერესმა 7-თამაშში 1-გოლი და 3-ასისტი გააკეთა, რავიცი თუ მოედანზე არ უყურებთ იმ სასწაულებს რასაც კვარა აკეთებს მით უმეტეს ნაპოლიში ციფრებს მაინც შეხედეთ რო მიხვდეთ ფურცელზეც და მოედანზეც კვარა შეუცვლელია თქვენთვის და ჩვენთვისაც,,დაჟე ნაკრებშიც კი არ ქონია ისე ხშირად იმ დონის პერფორმანსები რაც ნაპოლიში და ამათი დაუნახაობა ხო აღარ დამთავრდა,,კეთილი ნება რას ნიშნავს ამათმა იციან საერთოოდ? დააყენეთ ტრანსფერზე ორივე და მათი მსურველების რაოდენობა და ის თანხა რასაც შემოგთავაზებენ უტყუარი მტკიცებულება იქნება რომელი ჯობია
gel-100
10:08 18-10-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული