ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯოვანი სკოტოს თქმით, ანტონიო კონტე "ემპოლისთან" მატჩში მხოლოდ ორ იძულებით ცვლილებას განახორციელებს.
"კონტეს "ემპოლისთან" ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწევს, ტრავმირებულ ლობოტკასა და ოლივერას, გილმური და სპინაცოლა შეცვლიან. "ნაპოლის" ძალიან რთული შეხვედრა ექნება.
ვიხილავთ თუ არა ძირითადში კვარაცხელიას? კონტე ფეხბურთელის კონდიციებს შეამოწმებს. ვფიქრობ, რომ ქართველი "ემპოლის" წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან მოედანზე დაიწყებს", - განაცხადა სკოტომ.
შეგახსენებთ, "ემპოლისა" და "ნაპოლის" მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
კვარაცხელია თუ ნერესი. "არ მესმის, რა უნდა ამ ხალხს ქართველისგან?" - ფედელე ხვიჩას გამოექომაგა
ალემაო: "ნაპოლიში" საუკეთესო ფანტასტიკური კვარაცხელიაა - მისი თამაში სახალისოა
"კონტრაქტი არაფერ შუაშია, ხვიჩა ამის გამოა შეშინებული" - ალვინომ კვარაცხელიაზე ისაუბრა