გოგლიჩიძის ფასი გაიზარდა და "მილანში" კალაბრიას შემცვლელთა შორის განიხილება

AutoSharing Option
Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით „ემპოლის“ 20 წლის მცველის, საბა გოგლიჩიძის ღირებულება 300 ათასი ევროდან 5 მილიონამდე გიზარდა. Calcio Mercato წერს, რომ დავიდე კალაბრიას „მილანთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება, თუმცა არაა გამორიცხული გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს და მის შემცვლელთა კანდიდატებს შორის გოგლიჩიძესაც ასახელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „მილანი“ აქედანვე აკვირდება იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლიათ თამაში, „ემპოლის“ ერთ-ერთი აღმოჩენა, გოგლიჩიძე სამცველიან დაცვაში მარჯვენა ფრთაზე ირჯება, თუმცა შეუძლია განაპირა მცველის პოზიციაზეც ითამაშოს.

საბამ სერია A-ს 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა,
"ემპოლი" კი 7 ტურის შემდეგ 10 ქულით მეათე ადგილზეა და 20 ოქტომბერს "ნაპოლის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ბიჭი ემპოლიდან მილანში კი არა, ბრაზილიის ნაკრებში რომ მიიწვიონ კაშიას მაინც ათამაშებს სანიოლი ეტყობა. ჯერ 30 წელს უნდა გადასცდეს მერე ვნახოთ. ვილი ათამაშე უკრაინელებთან ბათუმში, რომ მერე შესარჩევში ჩავანაცვლოთ გაბედულად.
G.LA
01:07 19-10-2024
2
საბა საქართველოს მომავალია, დროა ნაკრებში მიეცეს სათამაშო დრო!!!
გიორგი
23:51 18-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული