ანტონიო კონტე: დილემა კვარაცხელიასა და ნერესს შორისაა - დავიდი თავს ძლიერად მაგრძნობინებს

AutoSharing Option
„ემპოლისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ურუგვაიდან მატიას ოლივეირა მუდამ დაღლილი ბრუნდება, დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ათამაშებს თუ არა კვირას, ხვალე გადაწყვეტს, თუმცა მისი შემცვლელი ჰყავს, ისევე როგორც ტრავმირებული სტანისლავ ლობოტკას ნაცვლად შეუძლია სასტარტოში ბილი გილმორი უპრობლემოდ დააყენოს.

კონტემ თქვა, რომ ალექს მერეტი გამოჯანმრთელდა, თუმცა არ გარისკავს და კარში „ლეჩესთან“ შეხვედრაში დააყენებს, რომელუ ლუკაკუ კი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, სიმშვიდე და გუნდის ლიდერობა მართებს.

„ნაპოლის“ თავკაცმა აღირა, რომ დავიდ ნერესის სათადარიგოთა სკამზე დატოვება უჭირს: „ის სატრანსფერო ფანჯრის
ბოლოს შემოგვიერთდა. ერთი თვის შემდეგ სულ სხვა ფეხბურთელი გახდა. ახლა რთულ მდგომარეობაში მაყენებს, რადგან ამჟამად ზოგიერთ სიტუაციას ვხედავ, დილემა მასსა და „კვარას“ შორისაა - ტექნიკური მახასიათებლებით, შეტევის უნარებით, უბურთოდ თამაშით და ბალანსი მთავარი საფუძველია. დავიდი თავს ძლიერად მაგრძნობინებს და ვიცი, პირველივე წუთიდან სათამაშოდ მზად იქნება. რეკონსტრუქცია დავიწყეთ და ძლიერი კონკურენციის შექმნა გვჭირდება“.


მკითხველის კომენტარები / 21 /
როგორც კი თქვეს კონტე მოდის ნაპოლიშიო,ეგრევე დავწერე(მე ვინ მომისმენდა,ვინ ვიყავი ისეთი მაგრამ მაინც)რომ კონტეს სქემას ვერ მოერგებოდა კვარა და სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა ნაპოლი.ასეც გამოვიდა,ნერესი უფრო ერგება კონტეს სქემას და სტილს და უკვე ნერესი ურჩევნია.თან ზაფხულში ტრ--ი მოიტ--ა,მჭირდება და უნდა დარჩესო,რითაც პოდლობა ჩაიდინა და ძალიან სარფიანი კონტრაქტი ჩაუშალა ბიჭს.
იასნია,რომ ნერესს დააყენებს და ხვიჩა შეიძლება შეცვლებზე გამოიყვანოს.ზამთარში მაინც გაუშვებდნენ,ჯერ კიდევ არ იქნება გვიან.თარსი გუნდია თარსი პრეზიდენტით და მწვრთნელითაც.
მირო
01:13 19-10-2024
0
ეს თუ მართალია რაც სტატიაში ეწერა, მაშინ გამოდის რომ მწვრთნელი დამპალია
ჭუკლიკა
00:45 19-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული