გულიაშვილმა მეცხრე გოლი გაიტანა და ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბოსნიის პრემიერლიგის მეათე ტურში "სარაევომ" სახლში "ველეჟი" 4:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან აგრეთვე ორი საგოლე პასი გააკეთა.

გულიაშვილი გასულ სეზონში "ველეჟში" იჯარის წესით თამაშობდა.. ის 9 გოლით მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირია.

"სარაევო" 21 ქულით მეორე ადგილზეა და 26 ოქტომბერს კონიჩში "იგმანს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გიორგი აქამდე ისეთ ფეხბურთელად უფრო ჩანდა,რომელიც ძალიან ბევრს მუშაობდა გუნდისათვის და ხანდახან გოლებიც გაჰქონდა.ახლა ,უკვე მეორე სეზონია,გოლების გატანას მოუხშირა და მიუხედავად იმისა,რომ ბოსნიის ჩემპიონატი დიდი რეიტინგით არ გამოირჩევა,მისი შედეგიანობა მაინც იმსახურებს ყურადღებას.სანიოლმა სანაკრებო შეკრებაზე გამოიძახა და გვიჩვენა,რომ მხედველობიდან არ გამორჩენია.ის ფაქტი,რომ მოედანზე არ გამოუშვა,არაფერს ნიშნავს.თვარია რომ უკვე სანაკრებო არეალშია და აუცილებლად მოუწევს თამაში.ბოსნიის და საფრანგეთის ჩემპიონატი,მაპატიეთ,მაგრამ ორი სხვადასხვა დონეა.დღეს კი, მიქაუტაძემაც გააკეთა კარგი საგოლე პასი.მთავარია გულიაშვილმა კიდევ უფრო მოუმატოს.ის ალბათ უკვე შენიშნეს ევროპის ძლიერ ლიგებში და ვფიქრობ ამ ზამთარს თუ არა,უკვე ზაფხულში მაინც,აუცილებლად შეიცვლის გუნდს.გიორგისათვის მთავარი,სათამაშო პრაქტიკა და კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობის შეძენაა.შარშან ის სხვა კლუბში ათამაშდა,წელს საკუთარ კლუბში დააბრუნეს და იქაც განაგრძო გატანა.გამოდის რომ ადვილად ეგუება ახალ კლუბს.ინგლისურიც აუცილებლად ეცოდინება და არა მგონია, ახალ,უფრო ძლიერ კლუბში თავის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდეს.დღეს კვერნაძეც ძირითადში ათამაშეს,იტალიაში და მოედანზე 57 წუთი დაუყვია.ეს თაობა უკვე ძალუმად შემოდის საქართველოს ნაკრებში და ჩვენი მომავლის იმედს,კიდევ უფრო ნათლად გვისახავს.დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც ამდენი ტალანტი რომ გამოგვიჩნდება,მაშინ მართლა გავიმართებით.
სოსო
20:31 20-10-2024
0
რად უნდა დიდი პროფესორობა და ექსპერტობა იმას, რომ როდესაც Თავდამსხმელი Ასეთ Ფორმაშია და ნაკრებს გოლის გატანა Ჭირდება 15 Წუთი მაინც უნდა მიცე. ვილი, Შენი აკვიატება ᲟორᲟისადმი ბოლო ორი ტურია Რაღაც სისულელეს ემსგავსება უკვე. P.S. არანაირი პირადი ᲟორᲟის Მიმართ, Სუფთა პრაკტიკული Სურათიდან ვასკვნი
დინამოელი
13:02 20-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული