დიდი ზეწოლა ხვიჩაზე - როგორი იქნება "ემპოლისთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა?

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს მერვე ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "ემპოლის" დაუპირისპირდება. მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში უეჭველი იქნება საბა გოგლიჩიძე. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც ჩანს, მასზე ზეწოლას იმის გამო ახორციელებენ, რომ კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და დავიდ ნერესის სახით ალტერნატივა უბრალოდ მოუგონეს, ზეწოლისათვის პრობლემა ხელოვნურად შეუქმნეს.

Rai-ს ჟურნალისტმა ენრიკო ვარიალემ განაცხადა, რომ საქმე ხელშეკრულების განახლებაშია, საკითხი კლუბს სეზონის დაწყებამდე უნდა მოეგვარებინა, ნერესი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კონტე არასოდეს არ დათმობს ქართველს. ვარიალეს მოსაზრებას იზიარებს მისი კოლეგა ჩიჩო მაროლდა, რომლის თქმით, ეს ყველაფერი თანამშრომლობის გაგრძელებასთანაა დაკავშირებული, რამეთუ
ხვიჩას აგრძნობინეს, რომ თუ წინადადებას არ დათანხმდება, მისი მზა შემცვლელი ჰყავთ, წლიურ ხელფასზე 6-მილიონიანი შეთავაზება ურიგო არ არის, თუმცა თუ აგენტს სხვა კლუბი უკეთეს პირობებს სთავაზობს, ეს სულ სხვა საკითხია.

"ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო ირწმუნება, რომ კონტე "კვარას" სასტარტოში დააყენებს, საუკეთესო ფორმაში არ არის და მიუხედავად ამისა, ყველას პასუხი მოედნიდან უნდა გასცეს. Spazionapoli აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებიდან კვარაცხელია კარგ ფიზიკურ ფორმაში არ დაბრუნდა, მაგრამ მაინც პირველივე წუთიდან დაიწყებს თამაშს.

Sky Sport-ი "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობას ასახელებს: კაპრილე, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, სპინაცოლა, ანგისა, გილმორი, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.

ერთი სიტყვით, "ნაპოლის" და განსაკუთრებით ხვიჩას დღეს სერიოზული გამოცდა ელით გუნდთან, რომელიც დაცვითი ხაზით, თამაშის ორგანიზაციითა და პრაგმატიზმითაა გამორჩეული. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ სეზონში "ემპოლიმ" ჩემპიონატზე "ნაპოლის" ორივე მატჩი მოუგო.

შეხვედრა "კარლო კასტელანიზე" თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
Ამ ეტაპზე ნერეში მართლა სჯობია კვარას
Ზაკო
13:17 20-10-2024
5
ხვიჩა,ნერეშ-ს-ზე გაცილებით ხლიერია,ბრაზილიელი არც ბენფიკაში იყო უძლიერესი,და ევრო ლიგაზე მარსელმა გამოაგდო პორტუგალიური გუნდი,მას შემდეგ რაც ბენფიკამ ორ ევრო საშუალო გუნდს ძლივს (ტულუზა დზ რეინჯერსი),ძლივს სძლია,ბრაზილიელმა კი ამ სამ მატჩში,ერთი გოლიც კი ვერ გაიტანა,ნაპოლის,თავისთვის კარგი,ხვიჩასთვის კი უვარგისი კონტრაქტის სტატუს ქვოს შენარჩუნების სურვილი აქვს ,და წელავს დროში ანაზღაურების მომატებას,სასურველს ქართველი ფეხბურთელისთვის,სხვადასხვა ბიზნეს ხრიკების ,ადმინისტრაციულ-ინფორმაციულ
...ზეწოლების გამოყენებით.
მ.ზ.
13:00 20-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული