კვარაცხელიას გოლით "ნაპოლიმ" "ემპოლის" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ემპოლი“ 1:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო ორივე ქართველი - გოგლიჩიძე და კვარაცხელია სასტარტოში იყო. თავიდან უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და მეკარე კაპრილემ ესპოზიტოსა და პეცელას დარტყმული ბურთები მოიგერია. სადღაც მეოცე წუთისთვის სტუმრებმა მეტოქის ნახევარზე აიწიეს, მაგრამ სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ. დამაჯერებლად თამაშობდა გოგლიჩიძე, რომელიც მოწინააღმდეგის შემტევებს გასაქანს არ არ აძლევდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

ნეპოლური გუნდი სახიფათო იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა და მწვრთნელმა კონტემ სპინაცოლა და ლუკაკუ ოლივეირათი და სიმეონეთი შეცვალა. შემდეგ ანჯორინიმ საჯარიმოში
პოლიტანო წააქცია და კვარაცხელიამ პენალტით „ნაპოლი“ დააწინაურა. 76-ე წუთზე კონტემ მოედანზე „კვარას“ ნაცვლად ნერესი შეუშვა. 78-ე წუთზე გოგლიჩიძეც შეცვალეს. ანგარიში კი არ შეიცვალა და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

„ნაპოლი“ 19 ქულით ლიდერია და 26 ოქტომბერს „ლეჩეს“ უმასპინძლებს, ხოლო „ემპოლი“ 10 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზეა და 27 ოქტომბერს გასვლაზე „პარმას“ დაუპირისპირდება.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - ნაპოლი 0:1
გოლი: კვარაცხელია (63, პენ)

მკითხველის კომენტარები / 17 /
არავითარი პენალტი! არავითარი პენალტი იქ არ ყოფილა! ამისტანა უსამართლობა როგორ შეიძლება, მაგრამ ამ დედა აფეთქებულ ევროპას სიმართლე რაში სჭირდება?! გდაგვარებული არიან ყველაფერში!
aburjga
21:06 20-10-2024
25
საინტერესოა სანიოლი როდის მიხვდება იმ Ერთუჯრედიანი მᲫორის ნაცვლად გოგლიᲩიᲫე დააყენოს 2 ნომერზე?
დინამოელი
20:24 20-10-2024
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული