ორმაგი თამაში ხვიჩას მიმართ - რას ნიშნავდა მის მიერ გოლის ორიგინალურად აღნიშვნა?

AutoSharing Option
რბილად რომ ვთქვათ, მთლად თვალსასეიროდ ვერ თამაშობს ანტონიო კონტეს „ნაპოლი“, მაგრამ ჯერჯერობით წინ მიიწევს - დაწყებული 25 აგვისტოდან 8 მატჩიდან 7 საერთო ანგარიშით 20:2 მოიგო და ერთადერთი მარცხი სერია A-ს პირველ ტურში „ვერონასთან“ განიცადა (0:3). როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

ნეაპოლური გუნდი „ემპოლისთან“ დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას ოსტატურად შესრულებული პენალტით 1:0 გაიმარჯვა. იმ მომენტში რომელუ ლუკაკუ კონტეს უკვე შეცვლილი ჰყავდა, თორემ, ალბათ, თავის საყვარელ ფეხბურთელს დაარტყმევინებდა თერთმეტმეტრიანს. „ნაპოლის“ მეკარემ, ელია კაპრილემ თქვა, რომ ხვიჩა თამაშისასაც ისეთივე ფენომენალურია, როგორც
ვარჯიშებზე და პენალტებსაც დიდებულად ურტყამს.

Areanapoli წერს, რომ ქართველმა ორიგინალურად აღნიშნა გოლი - კუთხურის ალამთან მიირბინა და ორივე ხელი თვალებთან მიიფარა, რითაც იმათ მიუგო ნიშნი, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აკრიტიკებდა. ამ დროს გასაკრიტიკებელი რა სჭირდა ჩემპიონატის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელს? Opta-ს მონაცემებით ის წელს კრისტიან პულიშიჩთან (მილანი) ერთად საგოლე მოქმედებებით იტალიის პირველობაზე საუკეთესოა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რიგი ნეაპოლური მედიასაშუალებები და მათი ჟურნალისტები კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მიერაა კონტროლირებადი, რომელსაც წახალისების ნაცვლად სურს ხვიჩას ხელოვნურად შეუქმნას პრობლემა.

აი, რა განუცხადა მან დღეს SKY-ს: „კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება? ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთან არიან, აქ დარჩებიან. ქართველს წასვლა უნდა? ასეთი შემთხვევები ადრეც იყო და ამას გავაკეთებთ. მოთამაშების სურვილს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია კლუბის ინტერესები“.

ხვიჩას შესახებ Tele A-სთან „ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, არგენტინელმა რობერტო სოსამ ისაუბრა: „ის იმ ფულს იმსახურებს, რომელსაც ხელშეკრულების განახლებისთვის ითხოვს. ფინანსური საკითხი ნაკლებად მაინტერესებს. იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუ საუკეთესო არა. ვიცი, ზოგიერთი გულშემატკივარი მასზე რაღაცებს რატომ ლაპარაკობს, თითქოს ამდენი არ ღირს, უბრალოდ უნდათ დარჩეს და არავინ შეიძინოს. ასე რომ, ეს ორმაგი თამაშია. ჩემი აზრით, მეტს იმსახურებს, ვინაიდან სულ სხვაა, განსაკუთრებულია. შეუძლია პსჟ-ში ან პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გადავიდეს, მაგრამ იმედი მაქვს, ხელშეკრულებას გააგრძელებს და კიდევ მრავალი წელი ითამაშებს „ნაპოლიში“.

კვარაცხელიამ თავის „ინსტაგრამზე“ მოკლე პოსტი გამოაქვეყნა: „დაე შოუ გაგრძელდეს. +3 ქულა“.

მკითხველის კომენტარები / 15 /
უნდა წავიდეს მაგ უმადური ხალხისგან,ნებისმიერი გუნდი მიიღებს ხვიჩას დიდი სიამოვნებით..,.
რუსლან
09:45 23-10-2024
0
ჯერ ნაპოლის რვიდან 7 თამაში არ მოუგია. მოიგო 6 ,ფრე1 და წაგება 1
მეორეც “ დატკა”არ გამიგია,მესამეც რაც არ უნდა თქვას ვინმემ ხვიჩა საუკეთესოა ნაპოლიში.
ჯუჯი
12:36 21-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული