"ნაპოლიში" კვარაცხელიას რეალური ხელფასი ესაა" - Gazzetta dello Sport-მა სხვა ციფრები დაასახელა

AutoSharing Option
იტალიურმა Gazzetta dello Sport-მა "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი დაასახელა. ეს თემა ბოლო რამდენიმე თვეა აქტუალური განსაკუთრებით გახდა. "პარტენოპეი" ქართველის წარმომადგენლებს ახალ კონტრაქტზე და ანაზღაურებაზე ვერ უთანხმდება.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ჩვენებური 1,7 მილიონს, გადასახადების გადახდის შემდეგ კი 1,2 მილიონს გამოიმუშავებდა. Gazzetta dello Sport-ს თუ დავუჯერებთ, ხვიჩა 1,8 მილიონს გამოიმუშავებს, რასაც ბონუსები ემატება და ახლა "ნაპოლი" თანხის გასამმაგებას სთავაზობს.

უკვე ვწერდით, რომ "ნაპოლის" წარმომადგენლებსა და კვარაცხელიას აგენტს შორის საბოლოო მოლაპარაკება წესით მილანში უნდა შედგეს, სადაც "პარტენოპეი" 29 ოქტომბერს გასვლაზე "როსონერის" ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული