დღეს ჯუღელი "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შეხვდება - ნეაპოლური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელია ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

Kiss Kiss Napoli-ს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის მენეჯერი მამუკა ჯუღელი დღეს ნეაპოლში ჩავა და "პარტენოპეის" ხელმძღვანელებს შეხვდება.

გამოცემის ინფორმაციით, ჯუღელი ნეაპოლში 4 დღით დარჩება.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელის მხარეს "ნაპოლისგან" ხელფასის სახით წელიწადში 8 მილიონი ევროს მიღება სურს, ხოლო თავად ნეაპოლური კლუბი მოთამაშეს წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობს.

alt"ნეაპოლში ჩამოვიდა ქართველი, რომელსაც სამშობლოშიც არ იცნობდნენ" - იტალიელი ჟურნალისტის უკბილო ხუმრობა

altიტალიაში უკვე კვარაცხელიას გაყიდვაზე ალაპარაკდნენ - რა შემთხვევაში შეელევა "ნაპოლი" კლუბის ლიდერს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯუღელს დაემართა: "რა ყვავი ვარდსა იპოვის თავი ბულბული ჰგონია"!!!
არ გაიშვას მაგისი "აგენტობა"! წადი და რაც იცი და ათვისებული (რომელი ბაზარიც) გაქვს იქით "დააწექი"!!! ყალმუხეთის, თივა და მისთ... "უფა", თუ "ტერეკი" და "სკა ენერგია"-ს დონეზე რომ ხარ გაქაჩული გაანებე თავი უაზრო და აბსურდული მაქინაციების ხლართვას!!! კლუბის წინააღმდეგ (თან ისეთი მაფიოზური როგორიც "ნაპოლია"!) წასულ რომელ ფეხბურთელს უხეირია??? 6 მილიონი (+ბონუსები) ცუდი თანხაა??? ფეხბურთელი გოლზე უნდა იყოს დაგეშილი და არა ფულზე!!! მშვენიერი აზროვნების და მენტალიტეტის მქონე ბიჭია ხვიჩა!!! ამ (ჯ)უღელმა "ოსიმენი" არ დაემართოს ბიჭს...
განა ცუდია მაღალი ანაზღაურება??? განა ხვიჩა არ იმსახურებს??? მაგრამ ხედავ რა ვისთან გაქვს საქმე რატომ თავიდანვე არ მიიღო ჯუღელმა ზომები და აჰკიდა ამხელა კონტრაქტი სასაცილო ხელფასით??? (სათადარიგოებზე გაცილებით ნაკლები!!!) რატომ დათანხმდა თავიდანვე და თუკი თავიდან დახარბდა ახლა ლაურენტესი მაგის ჩიტია რამე დათმოს??? უნდა ყოფილიყო თავიდანვე კონტრაქტის გრაფაში მითითებული შესაბამისი პუნქტი... რაც მარადონას შემდეგ ვერავინ შეძლო (კულიბალი თუ ინსიენიე... ლავეცი თუ სხვანი!) შეძლო 20 წლის ბიჭმა... ჯუღელის მოკლე და ხარბმა ჭკუამ კი დღეს გაათმაგებული მადით გაიღვიძა??? კლუბი, ყოველთვის იქნება პირველ რიგში საკუთარი ინტერესების გამტარებელი... შემდეგ კი ცალკეული ინდივიდის... ასეთი უაზრო პოლიტიკით (ჯუღელის დაშვებული შეცდომა- დასაწყისშივე!) ორივე ზარალდება, კლუბიც და ფეხბურთელიც.. ფეხბურთელი კი გაცილებით მეტი...
4
გასათვალიწინებელია ლაურენტისის ხასიათი ეს კაცი შეუვალია ხოლმე თავის პირობებზე ბევრ ვარსკვლავთან ქონია პრობლემები და კვარაც ფრთხილად უნდა იყოს რადგან წინ ოსიმენის მაგალითია როგორ მოისროლა წამყვანი ბომბარდირი იცებ.სიფრთხილე მართებთ კვრას აგენტებს.
ქომაგი
18:01 25-10-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული