"30 დარტყმა, 0 გოლი და 18.5 მილიონად შეძენილი მიქაუტაძე თადარიგში" - ფრანგული მედია

AutoSharing Option
Lyonfoot-ი ევროპა ლიგის მესამე ტურში „ლიონის“ სახლში „ბეშიქთაშთან“ 0:1 წაგებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეტევის ხაზი შედეგიანობით ვერ გამოირჩევა.

გამოცემა წერს, რომ მწვრთნელს, პიერ საჟს თავდასხმაში მოედანზე ლაკაზეტი, შერკი და ბენრაჰმა ჰყავს, სათადარიგოთა სკამზე კი 18.5 მილიონად შეძენილი მიქაუტაძე, როდესაც ლაკაზეტი ნაკლებად ეფექტურია, ხოლო ქართველს ჯერ „ოლომპიკში“ გოლი არ გაუტანია, მისთვის ორივეს ერთად დაყენება წარმოუდგენელია და ეს პრობლემას წარმოადგენს. შეგახსენებთ, სტამბოლურ გუნდთან მატჩში გიორგი 79-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„ბეშიქთაშთან“ შეხვედრაში საერთო ჯამში „ოლიმპიკის“ ფეხბურთელებმა კარისკენ და კარში 30-ჯერ დაარტყეს ბურთი,
მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს, Lyonfoot-ი იმედს გამოთქვამს, რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება და 27 ოქტომბერს „ოსერთან“ დაპირისპირებისას სულ სხვა სურათს ვიხილავთ.

„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ მარცხი განიცადა, ლიგა 1-ში კი 8 ტურის მერე 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჟორჟ-მიკა დაახლოებით 15 წთ იყო მოედანზე და მხოლოდ ერთხელ გაუკეთეს პასი. ასე ვერ "აფრინდება" ლიონი, ხოლო მისი მწვრთნელი კი "დაფრინდება".
ვაჟა მასწავლებელი
01:55 26-10-2024
2
კარგად იცოდა გიომ სადაც მიდიოდა ბრმად არსად წასულა უბრალოდ სეზონის წინ ლიონს თითქმის გადაწყვეტილი ტრანსფერი ჩაეშალა და ლაკაზეტიც ხელში შერჩა თორე გიოს უნდა შეეცვალა ლაკაზეტი რაც ადრე თუ გვიან მაინც მოხდება უბრალოდ ჩვენ ვართ სულსწრაფები თორე ლიონი არც ისე მდიდარი გუნდია სათადარიგო ფეხბურთელში 20-პლიუს მილიონი გადაიხადოს, შესაბამისად გიო ნაყიდი ყავთ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად და სიტუაციის კარგად წასვლის შემთხვევაში აქამდეც დაიმკვიდრებდა ადგილს მომავალი სეზონიდან კიდე ლაკაზეტიც მიდის და გიოც მარტო დარჩება ლაკაზეტის 10-ნომრით თავდასხმაში,,ადრეც დავწერე და ეხლაც დავწერ გიოს ყველა გუნდში მათ შორის ნაკრებშიც ჭირდება (დაჭირდა))12-15 თამაშამდე ბოლომდე გასახსნელად და რაც მალე მიხვდებიან ლიონში რო მიცენ ეგეთი შანსი მით მალე ექნებათ შედეგი და გიოსგან მიიღებენ გოლების მანქანას,,მერამდენე თამაშია უკვე ლაკაზეტი ძირითადში დგას ევროპა ლიგაზეც, ლიგა-1 და თასზეც და მხოლოდ 3-გოლი აქ გატანილი, მიცენ მაგდენი თამაში ძირითადში გიოსაც და მერე შეადარონ სტატისტიკით რომელი ჯობია
gel-100
19:38 26-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული