ვიდრე "მანჩესტერს" ჩაიბარებს, ხავიმ კვარაცხელიას შეძენა მოითხოვა

AutoSharing Option
ბრიტანული football365-ის ცნობით, „მანჩესტერის“ უხეირო ასპარეზობის გამო, შეიძლება მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი სამუშაოდან დაითხოვონ და მის ნაცვლად „ბარსელონას“ ყოფილი თავკაცი ხავი დანიშნონ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერი“ ხავისთან მოლაპარაკებას აწარმოებს და უნდა თავის შესაძლო მომავალ გუნდში ფერმინ ლოპესი და რაფინია გადაიყვანოს. ახლა კი გამოცემა იტყობინება, რომ ვიდრე შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდება, ესპანელმა „ნაპოლის“ გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელება მოითხოვა, რამეთუ მისი ერთ ერთზე თამაშის უნარები და შეტევაში უნივერსალურობა იდეალურია იმ სტილისთვის, რომლის დანერგვასაც გეგმავს.

აღნიშნულია, რომ თუ ხავი „იუნაიტედს“ სათავეში ჩაუდგება,
კლუბი მზად იქნება ქართველში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, ვინაიდან ეს პროექტში სწორი ინვესტირება იქნება.

ასეთივე ინფორმაცია გაავრცელა კატალონიურმა El Nacional-მა, რომელიც წერს, რომ ხავის „მანჩესტერში“ მუშაობის პერსპექტივა ხიბლავს, რაც სიურპრიზია, მას უნდა შემოქმედებითი ნიჭის მქონე კვარაცხელიათი რადიკალურად შეცვალოს თამაშის სტილი და ეს ყველაფერი საჭიროა კლუბისათვის, რათა მსოფლიო საფეხბურთო ელიტაში დაიბრუნონ ადგილი.

შეგახსენებთ, "მანჩესტერის" წარმომადგენლები ხვიჩას თამაშის სანახავად "ემპოლისა" და "ნაპოლის" მატჩს დაესწრნენ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მოითხოვს აბა რაა ვის შეუძლია ხვიჩასავით შექმნას უპირატესობა შეტევაში? ალბათ მსოფლიოში ორი-სამია ეგეთი ! ძალიან კარგი იქნება ეხლა დეკემბერშივე რომ გადავიდეს იმიტომ რომ ნაპოლიში არაფერი აღარ ესაქმება თანაც მარიო რუის რომ ვლანძღავდით პასებს არ აძლევს კვარასო ის მოსანატრებელი გაგვიხდა-მაკტომინეი ყოფილა ნამდვილი ძუნწი მზე მარტო კვარას კი არა სხვებსაც არ აძლევს დროულ პასებს ამას პლიუს სპინაცოლა საერთოდ იდიოტია და ეს ორივე მარცხენა მხარეს თამაშობენ ანუ კვარას მხარეს და პასებით უნდა მოამარაგონ და ერთი წესიერი და დეოულიპასი არ მახსოვს მაგათგან @ მოკლედ რაც უფრო მალე წამოვა ნაპოლიდან მით უკეთესი იქნება !
zura222
07:49 27-10-2024
4
მორჩა პსჟ-ს ზღაპრები, იწყება ალბიონზე დაბოლება.
დღეს ბარსამ ფეხბურთი აჩვენა ( პირველ ტაიმში რეალმაც) რომ მაგის შემხედვარე სირცხვილია ერთი 2-3 დღის განმავლობაში ნაპოლის თუ მთლიანად იტალიის ფეხბურთზე საუბარი.
ჟორა
02:39 27-10-2024
36

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული