ქოჩორაშვილმა წიტაიშვილის "გრანადას" გაუტანა - "ლევანტე" მეორე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის მეთორმეტე ტურში „ლევანტემ“ გასვლაზე „გრანადა“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები გიორგი ქოჩორაშვილმა დააწინაურა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. მასპინძელთა რიგებში გიორგი წიტაიშვილი სასტარტოში იყო და შესვენებაზე შეცვალეს.

შეფასებები - ქოჩორაშვილი: flashscore 7.7, sofascore 7.6. წიტაიშვილი: flashscore 6.7, sofascore 6.5.

„ლევანტე“ 21 ქულით მეორე ადგილზეა, „გრანადა“ კი 19 ქულით მეექვსეზე. ეს გუნდები მომდევნო შეხვედრებს 30 ოქტომბერს თასზე გასვლაზე ჩაატარებენ - „გრანადა“ „კორტესს“, ხოლო ლევანტე“ „პონტევედრას“ დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

გრანადა. „ლოს კარმენესი“
გრანადა - ლევანტე 1:2
გოლები: 0:1 ქოჩორაშვილი (18), 0:2 მარტინესი
(31), 1:2 სანჩესი (58)

მკითხველის კომენტარები / 7 /
წიტაიშვილი პირველ ტაიმში ერთიორჯერ ჩაჯდა მუხლებზე თითქოს რაღაც აწუხებდა და ალბათ მაგიტომ შეცვალეს,თორემ მართლა საუკეთესო იყო თავის გუნდში.
Givi
22:27 28-10-2024
0
ცუდათ ითამაშა კი არა მისი გუნდიდან ყველაზე აქტიური იყო და ყველაზე მეტს ამწვავებდა, არ ვიცი შეიძლება რამე დისკომფორტი იგრძნო, იმ მისმა შემცვლელმა ისე კი შეაგდო მარა მეკარის მოგერიების მერე გაუმართლა ისე მიუვიდა ბურთი, მეტი არ იმას და არც სხვას მეორე ტაიმში არაფერი უქნიათ.
bs-s
17:04 28-10-2024
1

სიახლეები პოპულარული