პარიზში „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ლევ იაშინის სახელობის პრიზის პრეტენდენტებში ათი მეკარე იყო დასახელებული: დიოგუ კოშტა (პორტუ), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), გრეგორ კობელი (დორტმუნდი), ანდრეი ლუნინი (რეალი), მაიკ მენიანი (მილანი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), უნაი სიმონი (ბილბაო), იან ზომერი (ინტერი), რონუენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი).
ზედიზედ მეორედ გამარჯვებული ემილიანო მარტინესი გახდა. მამარდაშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა.
1. მარტინესი, 2. სიმონი, 3. ლუნინი, 4. დონარუმა, 5.მენიანი, 6. ზომერი, 7. მამარდაშვილი, 8. დიოგუ კოშტა, 9. უილიამსი, 10. კობელი.
„ამ
დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს", - განაცხადა მამარდაშვილმა, რომელიც ცერემონიაზე მეუღლესთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად იმყოფებოდა.