ხვიჩას ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" სტუმრად "მილანს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „მილანი“ 2:0 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს, კვარაცხელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ლუკაკუს მოხვდა, ცოტა ხანში კი მენიანის კარი ლუკაკუმ დალაშქრა. ამას მასპინძელთა უშედეგო იერიშები მოჰყვა, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ხვიჩამ „როსონერის“ თქვენი მოწონებული გაუტანა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მეხუთე გოლია - აგრეთვე ორი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე „მილანმა“ ზეწოლა გააძლიერა, მორატას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. სწრაფი კონტრიერიშისას „კვარამ“ მაკტომინეი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ხელიდან
გაუშვა. მწვრთნელმა კონტემ 77-ე წუთზე ქართველი ნერესით შეცვალა, ხოლო ნეაპოლურმა გუნდმა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

„ნაპოლიმ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, 25 ქულით ლიდერია და 3 ნოემბერს „ატალანტას“ მიიღებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (5), 0:2 კვარაცხელია (43)

მკითხველის კომენტარები / 17 /
კონტრაქტი რომ ჰქონდეს მოწესრიგებული კიდევ უფრო მაგრად ათამაშდება!!! და კიდევ ერთს დავამატებ დიდად ღირსეული საქციელია და ძალიან ვაფასებთ პოლიტიკაში რომ არ გაერია!!!!!!!
rigiti
11:32 30-10-2024
3
ძანაც ნუ აგივარდებათ. 2 ძირითადის შეცვლაზე გამოუშვა. კიდევ ორი წითელის გამო არ თამაშობდა. ფაქტიურად 4 ძირითადის არ თამაშობდა (აქედან ერთი მცველი) რაც აშკარად დაეტყო მილანს.
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული