Ilmattino იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ კრისტიან ძაკარდოსთან ერთად მილანში "ნაპოლის" სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას შეხვდა.
Sky Sport-ის ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მხარეებმა ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით დამაიმედებელი ტენდენციები შეინიშნება და მოლაპარაკებები მალე განახლდება.
აგენტი პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან მესამე ან მეოთხე წელს სეზონური გასამრჯელოს 8-9 მილიონ ევრომდე გაზრდას (პლუს ბონუსები) და რაც მთავარია, გამოსასყიდი ფასის, 80 მილიონის დაფიქსირებას ითხოვს, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი "კლაუსულას" პუნქტის შეტანაზე თანახმა
არაა, ან მისთვის უარეს შემთხვევაში თანხის გაზრდა სურს, რამეთუ შეთავაზებას არაადეკვატურად მიიჩნევს.
RAI-ს საფეხბურთო მიმომხილველმა ჩირო ვენერატომ განაცხადა, რომ დე ლაურენტისს ასეთ წინადადებაზე ვერ დაიყოლიებენ, ვინაიდან გამოსასყიდი თანხა 100 მილიონს უნდა აღემატებოდეს.