"ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რაც კი მყოლია, ეს ფეხბურთელი კი საერთოდ მზადაა მოედანზე "ნაპოლისთვის" მოკვდეს" - კონტეს კომენტარი "მილანთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-10 ტურში "ნაპოლიმ" "მილანი" გასვლაზე 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია, რაც კი მყოლია. 4 თვეში ძალიან საიმედო ჯგუფის შექმნა მოვახერხეთ და ამით ვამაყობ. სკუდეტო? ამისთვის 3 წელი გვაქვს. ჩვენ რაღაცას ახლიდან ვაშენებთ და ამას დრო სჭირდება. ყოველთვის სასწაულის მოლოდინში ვერ ვიქნებით.

რას ვიტყვი ლუკაკუზე? მას მთელი ზაფხულის განმავლობაში "ნაპოლიში" გადმოსვლა და ჩემთან თამაში ნებისმიერ ფასად სურდა. ის მზადაა მოედანზე გუნდისთვის მოკვდეს", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო
ცხრილში 25 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 7 ქულით უსწრებს. კონტეს გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 3 ნოემბერს, "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.

altრა თქვა მატჩის MVP-მ და რა ითქვა მასზე

altხვიჩას ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" სტუმრად "მილანს" მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
სადაც კონტეა,ლუკაკუც იქ არის და გამოდის,ნაპოლის კი არა,კონტეს გამო შეიძლება მოკვდეს.რა თქმა უნდა ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ასეთი მტკიცე კავშირი,სანაქებოა.
სოსო
15:54 30-10-2024
1
ნაპოლის გულშემატკივარი: "Mamma mia! Grande Kvara!"
https://youtu.be/xbPNVIDvckI?si=KH4_drd1dwNPwVbt
ქ. გ.
11:24 30-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული