"კვარა" სეზონის ბოლოს "ნაპოლის" დატოვებს, მას სხვა გეგმები და მიზნები აქვს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
Campania-ს ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ, Televomero-ს ეთერში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მაროლდას თქმით, მისი აზრით, "კვარა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარტენოპეის" დატოვებს.

"კვარას" კონტრაქტი? იყო მომენტი, როცა ვფიქრობდი, რომ კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმებას მიაღწევდნენ, ახლა კი ვფიქრობ, რომ ქართველის სიტუაცია ოსიმენის მსგავსია.

ხვიჩას აგენტი ხელშეკრულებაში დაბალი გამოსასყიდი თანხის ჩაწერას ითხოვს, "ნაპოლის" კი გამოსასყიდ თანხად 100 მილიონ ევროზე მეტის ჩაწერა სურს. მჯერა, რომ რაღაცაზე შეთანხმდებიან, თუმცა ფეხბურთელი ზაფხულში კლუბს დატოვებს, რადგან მას სხვა ამბიციები და მიზნები აქვს", - განაცხადა მაროლდამ.

შეგახსენებთ,
ბოლო ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერი მამუკა ჯუღელი იტალიის ქალაქ მილანში იმყოფება, სადაც "პარტენოპეის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

altჯუღელმა "ნაპოლის" კვარაცხელიას გამოსასყიდის მოთხოვნა წაუყენა - დე ლაურენტისი შეთავაზებას არაადეკვატურად მიიჩნევს

altის, რაც კვარაცხელიას მოედანზე შეუძლია და როცა მისი გვწამს - ტაქტიკიდან გამომდინარე მთავარი სირთულე...

altკვარაცხელიამ "მილანს" დიდებული გოლი გაუტანა - "ნაპოლი" პირველი ტაიმის შემდეგ "მილანს" ამარცხებს [VIDEO]
 

მკითხველის კომენტარები / 9 /
მე მგონია რომ პსჟ არაა ნაპოლიზე კარგი გუნდი
ჟორა
14:00 01-11-2024
8
ეს აჟიოტაჟი ამდენი ხანია კვარას კონტრაქტზე. კვარას რა თქმა უნდა სხვა გეგმები აქვს და ეს ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო. ამდენ ხანში დათმობაზე წავიდოდა და ნაპოლისთან გაახანგრძლივებდა. კვარა უნდა იყოს გრანდში და მე უკვე დარწმუნებული ვარ კვარამ ეს გაიცნობიერა. ფეხბურთელს თუ უნდა დიადი იყოს და ტიტულები მოიგოს გრანდში უნდა იყოს. ნაპოლი მაქსიმუმ სერია A ს გაქაჩავს, ლიგას ნაპოლის დონის გუნდი ვერ მოიგებს ეხლანდელ დროში.
G.LA
16:23 01-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული